დუდუ დადიანის მემორიალი 6 ოქტომბერს დაიწყება

დუდუ დადიანის მემორიალი 6 ოქტომბერს დაიწყება

საქართველოში საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება. ცნობილი ქართველი კალათბურთელისა და ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი განახლებულ საკალათბურთიო აკადემიის დარბაზში გაიმართება. სპორტის სამინისტროს შენობაში მდებარე დარბაზს გასულ ზაფხულს რეკონსქტრუცია ჩაუტარდა და იგი სრულფასოვნად კეთილმოეწყო. დუდუ დადიანის მემორიალი 6 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო 10 ოქტომბერს ფინალური შეხვედრა გაიმართება.
                                            
მემორიალში 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 2 ჯგუფში იქნებიან განაწილებულნი. ტურნირში არ ითამაშებენ თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ და „სოხუმი“, რომლებიც ევროტურნირში მონაწილეობენ და საპასუხისმგებლო ტურნირისთვის საგანგებოდ ემზადებიან – „არმია“ სლოვენიაში იქნება შეკრებაზე, ხოლო „სოხუმს“ 4 და 11 ოქტომბერს ბელარუსის „მინსკთაქნ“ საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები ელის.
 
დადიანის ხსოვნის ტურნირზე ჯგუფებში გუნდები გასული სუპერლიგის გასული სეზონის რეგულარული ჩემპიონატის შედეგების შესაბამისად განაწილდნენ და საბოლოოდ ასეთი სურათი მივიღეთ:
 
A ჯგუფი
თსუ
შსს
სტუ
დინამო
 
B ჯგუფი
ქუთაისი
თსსუ
რუსთავი
 
6, 7 და 8 ოქტომბერს გაიმართება ჯგუფური ეტაპის მატჩები, ხოლო 9–ში დასვენების დღეა. 10 ოქტომბერს ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დუდუ დადიანის თასისთვის გაეჯიბრებიან.
 

დუდუ დადიანი
 
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირის ყველა ფინალი
 
2002   დინამო 95:63 თსუ
 
2003   სტუ–ჯეოსელი 87:76 დინამო
 
2004   სტუ–ჯეოსელი 111:102 დინამო
 
2005   ავიამშენი 88:77 თსუ–ნიკორა
 
2006   ენერჯი–ინვესტი 85:69 ავიამშენი
 
2007   ენერჯი–ინვესტი 88:66 ვითა
 
2008   ენერჯი–ინვესტი 101:73 სასოფლო
 
2009    ენერჯი 91:69 თსუ
 
2010    ენერჯი–ინვესტი 72:60 შსს