დუდუ დადიანის მემორიალის მეორე დღე

გრძელდება დუდუ დადიანის მემორიალი. დღეს მეორე სათამაშო დღის შეხვედრები გაიმართა.
ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა რუსთავის “აზოტმა” იოლად მოუგო “მაკაბის”, გამარჯვებულთა შორის კი 21 ქულით საქართველოს ნაკრების წევრი, გამთამაშებელი კოტე ტუღუში გამოირჩა. ეროვნული გუნდის სხვა წევრების საამმატჩო მონაგარი ასეთი იყო: ლაშა გამყრელიძე – 10 ქულა, 4 პასი, ანატოლი ბოისა – 7 ქულა, 3 მოხსნა, დავით უგრეხელიძე – 7 ქულა, 3 მოხსნა. “მაკაბიში” ყველაზე შედეგიანი ნაკრების კიდევ ერთი წევრი, გიორგი შერმადინი გახლდათ, რომელმაც “მაკაბის” 32 ქულა შესძინა.
ნუგზარ ჭეიშვლის თსუ-მ უპრობლემოდ აჯობა სსუ-ს. თუ პირველ დღეს თსუ-ს რიგებში 25 ქულით ბესიკ ლეჟავა გამოირჩა, ამჯერად გამარჯვებულთა შორის 24 ქულით სტუ-ს ყოფილი წევრი ლუკა შანიძე იყო საუკეთესო, რომელმაც ასევე 9 მოხსნა მოიმკო.
დღის უკანასკნელი მატჩი კი მოულოდნელად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა თბილისის “დინამომ” “თბილავიამშენს” დიდი წინააღმდეგობა გაუწია და სამი მეოთხედის მერე ზაზა ცაგარეიშვილის გუნდი 56:54 იგებდა, თუმცა ბოლო მეოთხედში ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა და ეროვნული ჩემპიონატის უკანასკნელმა გამარჯვებულმა, ლევან მოსეშვილის გუნდმა მეტოქეს მხოლოდ 4 ქულა დააგროვებინა და საბოლოოდ 70:60 მოიგო.

II დღე
A ჯგუფი
დინამო – თბილავიამშენი 60:70 (16:19, 19:17, 21:19, 4:16)
1. დინამო 1:12. თბილავიამშენი 1:13. სტუ 0:1
B ჯგუფი
სსუ – თსუ 53:92 (7:25, 22:13, 12:24,12:30)
მაკაბი – აზოტი 79:112 (27:28, 18:34, 25:24, 9:26)
1. თსუ 2:02. აზოტი 2:03. მაკაბი 0:24. სსუ 0:2