დუდუ დადიანის მემორიალის პირველი სათამაშო დღე

დუდუ დადიანის მე–7 მემორიალი. 7–10 ოქტომბერი. რუსთავი.
 
7 ოქტომბერი
თბილავიამშენი 136:74 მაკაბი
29:16 35:15 28:23 44:20
ავიამშენი: ბოისა (22), კვიმსაძე (14), ნაცვლიშვილი (25), მათიაშვილი (20), ნიკოლაძე (15), ს. შერმადინი (6), ბერაია (4), ი. ბერიშვილი (7), პირველაშვილი (3), ნინიაშვილი (6), მინაშვილი (14)
მაკაბი: პატარაია (25), ბიბილური (8), ლონდარიძე (16), ივანეიშვილი (5), გოკილაძე (15), ანთაძე (3), ჩლაიძე (2)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, ხათუნა გაბედავა
კონისარი: როლანდ ხომერიკი
 
დინამო 79:75 ნტდ–თბილისი
11:16 19:13 20:24 29:22
დინამო: ბაქრაძე (7), ნანიტაშვილი, სორდია (8), ლაფანაშვილი (19), დოლიძე, სიგუა (9),ბააკაშვილი (3), ბოლქვაძე (6), ხანიაშვილი (4), კორკოტაძე (11), ხიზანიშვილი (9), გემაზაშვილი (3)
ნტდ–თბილისი: ჩიტაშვილი (10), ფაშაევი (12), სარიევი (11), ლიფთალიევი (6), მამაცაშვილი (2), სუხიშვილი (4), როდუმტა (12), კოღუაშვილი , კეიდია, ბახშიევი (18)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე
კომისარი: როლანდ გელოვანი
 
ენერჯი–ინვესტი 94:66 თსუ
18:12 19:18 30:15 27:21
ენერჯი–ინვესტი: გამყრელიძე (13), ბაბიაშვილი (15), ლეჟავა (5), დიდია (10), ცეკვავა (5), ტუღუში (15), უგრეხელიძე (10), არწივიძე (8), ტუჯანი (4), ჭოჭუა (9)
თსუ: დ. ბერიშვილი (9), გაფრინდაშვილი (5), გ. ბარბაქაძე (4), კოხრეიძე (2), შანიძე (19), მარკოიშვილი (11), ყველაშვილი (1), ხეცურიანი (4), ახალკაცი (2), დ. ბარბაქაძე (9)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე
კომისარი: როლანდ გელოვანი
 
 
დღეს დაიწყო ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელისა და ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტ დუდუ დადიანის მემორიალი, რომელიც მეშვიდედ ტარდება და წლეულს მას რუსთავი მასპინძლობს.
ტურნირის პირველ დღეს სამი მატჩი გაიმართა, ხოლო მეშვიდე მონაწილე, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის გუნდი ისვნებდა. პირველსავე შეხვედრაში რეკორდულად დიდი ანგარიში დაფიქსირდა: “თბილავიამშენმა” 136:74 დაამარცხა “მაკაბი”. ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდი შარშან ისედაც სუსტი იყო და ახლა დუბლშემადგენლობით დარჩენილი ნებისმიერ მეტოქესთან წარმატების მიზერული შანსი თუ ექნება.
“ავიატორებს” მაკაბელებმა მხოლოდ საწყის 5 წუთში გაუწიეს წინააღმდეგობა, შემდეგ კი ჩამორჩნენ და საბოლოოდ 62 ქულით წააგეს. გამარჯვებულებს ულიდერა ვახტანგ ნაცვლიშვილმა, რომელიც ერთწლიანი შესვენების შემდეგ ისევ დაუბრუნდა აქტიურ სპორტს.
მეორე მატჩში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ქომაგთა უმრავლესობა მოგებას ნუგზარ კანდელაკის გაწვრთნილ და აზერბაიჯანის ნაკრების 4 წევრით გაძლიერებულ “ნტდ–თბილისს” უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ზაზა ცაგარეიშვილის “დინამომ” მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მას და საბოლოოდ დრამატულ ფინალში 79:75 დაამარცხა.
ტურნირის პირველი დღის ბოლო მატჩშიც არ გამართლდა მოლოდინი. თანაბარი ბრძოლა მაყურებელმა მხოლოდ პირველ ტაიმში იხილა, მესამე მეოთხედიდან კი მასპინძელმა “ენერჯი–ინვესტმა” თსუ–ს შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით იმარჯვა.
ხვალ, 8 ოქტომბერს რუსთავში ეს მატჩები გაიმართება:
13.00  მაქაბი – სასოფლო
15.00  თსუ – ნტდ თბილისი
17.00  ენერჯი–ინვესტი – დინამო
 

დინამოელებმა ნტდ–თბილისის კამერუნელი ცენტრი ალყაში მოაქციეს
 

ბრძოლა “დინამოს” ფარქვეშ

“ნტდ–თბილისი” – “დინამო”

თსუ–ს კალათბურთელები “ენერჯი–ინვესტთან” დამარცხების შემდეგ