დუდუ დადიანის თასი რუსთავში დარჩა

დუდუ დადიანის თასი რუსთავში დარჩა

დუდუ დადიანის მემორიალი. 19 ოქტომბერი. რუსთავი
ენერჯი 91:69 თსუ25:27, 23:19, 18:16, 25:7
ენერჯი: მაჭავარიანი (4ქ), ბაბიაშვილი (15ქ, 7მ), ჩიტაშვილი (10ქ, 4პ), ცეკვავა (13ქ, 8მ), ტუღუში (23ქ, 7მ, 7პ), დვალიშვილი (6ქ), არწივიძე, ტუჯანი (9ქ, 12მ, 3დ, 4ჩ), ჭოჭუა (11ქ, 6მ)თსუ: ფანჩულიძე (8ქ, 2დ), გაფრინდაშვილი (11ქ, 5პ, 4ჩ), ლეჟავა (13ქ, 7მ, 3პ), კოხრეიძე (3ქ), ლოსაბერიძე (8ქ), დ. ბარბაქაძე (17ქ, 9მ), ხეცურიანი (7ქ, 6მ, 2დ), ბადრიძემსაჯები: ზაზა მაჩალაძე, მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილიკომისარი: მურმან ქურიძე
დუდუ დადიანის მემორიალის მერვე გათამაშება “ენერჯი-ინვესტის” გამარჯვებით დასრულდა. რუსთაველმა კალათბურთელებმა ფინალში თსუ 91:69 დაამარცხეს. “ენერჯი-ინვესტმა”, ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დუდუ დადიანის მემორიალის გარდამავალი თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო.“ენერჯი-ინვესტი” ტურნირის მასპინძელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონთან შედარებით შემადგენლობა გვარიანად შეუსუსტდა, მაინც ფავორიტად ითვლებოდა. რუსთაველები საკუთარ ქალაქში ძალიან იშვიათად მარცხდებიან.შეხვედრის პირველი მეოთხედი თსუ-ს უპირატესობით დაიწყო. განსაკუთრებით ექს-ენერჯი-ინვესტელი ლეჟავა აქტიურობდა, რომელმაც ათწუთიან მონაკვეთში ცამეტი ქულა გააკეთა. რომ არა რუსთაველთა მძიმე ფორვარდის, ზვიად ბაბიაშვილის კარგი თამაში, რომელიც თანაგუნდელებს ცხრა ქულით შეეწია, დროის ამ მცირე მონაკვეთს, სტუდენტები დიდი ანგარიშით მოიგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ორქულიანი უპირატესობით დაკმაყოფილდნენ – 27:25.მართალია, მეორე მეოთხედისთვის, ერთ ეპიზოდში (ამჯერად, სტუდენტების მძიმე ფორვარდ დავით ბარბაქაძის აქტიური თამაშის შედეგად) თსუ ცხრა ქულითაც კი დაწინაურდა, მაგრამ ბერუაშვილის შეგირდებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა, ჯერ ანგარიში გაათანაბრეს , შემდეგ წინაც გავიდნენ და პირველი ტაიმი ორი ქულის სხვაობით, 48:46 მოიგეს. მასპინძელთა მხრიდან ყველა კარგად თამაშობდა, განსაკუთრებით კი, გუნდის კაპიტანი კოტე ტუღუში გამოირჩეოდა. რაც შეეხება ბაბიაშვილსა და ლეჟავას, მათ ამჯერად თამაში არ წაუვიდათ და თავიანთ მონაგარ კინკილა ქულაც კი ვერ შემატეს.გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მესამე მეოთხედის ბოლოს, “ენერჯი-ინვესტი” ოთხი ქულით (66:62) დაწინაურდა. ქვემოქართლელები, თბილისელთა შეჩერებას დაცვაში აქტიური თამაშით ცდილობდნენ და კიდევაც ახერხებდნენ.ის, რაც დასკვნით მეოთხედში მოხდა, ვერავინ წარმოიდგენდა. მაშინ, როცა ყველა მატჩის დაძაბულ დასასრულს ელოდა, “ენერჯი-ინვესტი” სრულ უპირატესობას დაეუფლა. დაცვაში უშეცდომო თამაშის შედეგად, მეტოქეს გასაქანი არ მისცა, მხოლოდ შვიდი ქულა მიიღო, თვითონ კი ოცდახუთი გააკეთა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა – 91:69.ამ შეხვედრაში, 23 ქულით, ყველაზე შედეგიანი ტუღუში იყო. სტუდენტების მხრიდან კი ყველაზე მეტი, 17 ქულა, ბარბაქაძემ დააგროვა.როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტურნირის მთავარი პრიზი, დუდუ დადიანის გარდამავალი თასი, “ენერჯი-ინვესტმა” ჩაიბარა, ხოლო გაზეთ „ოლიმპის“ მიერ დაწესებული საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული ჯილდო – ტელევიზორი კი, “ენერჯი-ინვესტისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელ კოტე ტუღუშს გადაეცა.დაწესებული იყო აგრეთვე გაზეთ „24 საათის“ მიერ დაწესებული 2 პრიზი – საუკეთესო მოთამაშის და ტურნირის აღმოჩენის. ამ გამოცემის ვერსიით, საუკეთესო მოთამაშე გახდა „ენერჯი–ინვესტის“ უკანახაზელი“ გიორგი ნიკოლაძე, ხოლო აღმოჩენა – გუნდი „ხუთი“.

რუსთაველთა ფარს უტევს ბესიკ ლეჟავა

რუსთაველთა საზეიმო ფერხული

“ხუთის” მთავარი მწვრთნელი კახა შენგელია

კოტე ტუღუშს ტელევიზორი გაზეთ “ოლიმპის” ჯურნალისტმა ალეკო კაკაურიძემ გადასცა

რუსთაველებს დუდუ დადიანის თასი მისმა ძმისშვილებმა – პატარა სანდრო და ნიტა დადიანებმა გადასცეს