დვალიშვილის ორმაგი დუბლი და გამარჯვება პლეი ოფის პირველ მატჩში

დვალიშვილის ორმაგი დუბლი და გამარჯვება პლეი ოფის პირველ მატჩში

აკაკი დვალიშვილის „ნოვოსიბირსკმა“, რომელმაც რუსეთის სუპერლიგა 1-ის რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა, ჩემპიონობისთის ბრძოლას პლეი ოფიდან აგრძელებს. პირველზე გასულ ციმბირელებს მეოთხედფინალში მერვეადგილოსანი „კუპოლ-როდნიკი“ შეხვდა, რომელსაც სერიის პირველი შეხვედრა 97:52 მოუგო.

აკაკი დვალიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 16:25 წუთში 10 ქულა, 11 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ქართელი ფორვარდი ასპროცენტიანი სიზუსტით გამოირჩა და 4-დან 4 ორქულიანს 2-დან 2 საჯარიმო მოაყოლა.
„ნოვოსიბირსკი“ სერიაში 1:0 დაწინაურდა, ხოლო მეორე შეხვედრას ისევ შინ, 24 მარტს გამართავს. პლეი ოფის ნებისმიერ სტადიაში სერია 3 მოგებამდე გრძელდება და დვალიშვილის გუნდს ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ექნება.