ძმები ბერიშვილები ფიბა-ს არბიტრები გახდნენ

ძმები ბერიშვილები ფიბა-ს არბიტრები გახდნენ

1-9 თებერვალს თურქეთის ქალაქ საქარიაში ფიბა-ს მსაჯთა სალიცენზიო გამოცდები გაიმართა კალათბურთში საერთაშორისო არბიტრის წოდება მისანიჭებლად. აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა არბიტრებმა – ირაკლი ბერიშვილმა და დავით ბერიშვილმა.
 

 
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მოსული წერილის თანახმად, ძმებმა ბერიშვილებმა წარმატებით გაიარეს გამოცდები და მათ ფიბა-სგან საერთაშორისო არბიტრის წოდება მიენიჭათ. ამრიგად, საქართველოს უკვე 5 ფიბა-ს მსაჯი ჰყავს. პირველი ეს წოდება ზაზა მაჩალაძემ მიიღო, რის შემდეგაც ფიბა-ს მსაჯები დავით ბერეკაშვილი და მაკა კუპატაძე გახდნენ.
 
კალათბურთის ფედერაცია ულოცავს ირაკლი და დავით ბერიშვილებს ფიბა-ს არბიტრობას და წარმატებებს უსურვებს მათ როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს მაშტაბით ჩატარებულ ტურნირებში.