ეკა წივწივაძის გუნდის მეტოქე Jr.NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში მექსიკა იქნება

ეკა წივწივაძის გუნდის მეტოქე Jr.NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში მექსიკა იქნება

ამერიკის ქალაქ ორლანდოში მიმდინარე ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე საპლეიოფო წყვილები შეიკრნენ. ჩვენი ინტერესი მიპყრობილია გოგონათა ტურნირზე, რომელშიც ევროპა-შუა აზიის ნაკრების ღირსებას ეკატერინე წივწივაძე იცავს. გოგონათა ტურნირში 16 ნაკრები მონაწილეობს. 8 გუნდით, რეგიონების მიხედვით წარმოდგენილია ამერიკა, ხოლო დანარჩენი მსოფლიოც 8 რეგიონადაა დაყოფილი და ორივე მხარე ერთმანეთში არკვევს საუკეთესოს. საბოლოოდ, ორივე მხარის – ამერიკის და დანარჩენი მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შეხვდებიან. ფინალური მატჩი 11 აგვისტოს გაიმართება.

პლეი ოფში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

მსოფლიოს ბადე:
კანადა – ინდოეთი
ევროპა-შუა აზია – მექსიკა
ლათინური ამერიკა – აზია-ოკეანეთი
ჩინეთი – აფრიკა

ამერიკის ბადე:
ცენტრალური – შუადასავლეთი
შუაატლანტიკა – სამხრეთაღმოსავლეთი
ჩრდილოდასავლეთი – ჩრდილოაღმოსავლეთი
დასავლეთი – აღმოსავლეთი

ჩვენთვის საინტერესო შეხვედრა, რომელშიც ეკატერინე წივწივაძის ევროპა-შუა აზიის ნაკრები მექსიკას დაუპირისპირდება, თბილისის დროით 10 აგვისტოს გამთენიისას, 03:00 საათზე გაიმართება. პირდაპირი ტრანსლაცია იწარმოებს jr.nba-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: