ელისის 23 ევრო–ქულა

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა ტაირონ ელისმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისი სტატისტიკა ამ ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად დაეცა, თუმც ელისმა გუშინ ევროჩელენჯის მატჩში პოლონურ „ენერჯი–ჩარნის“ 23 ქულა ჩაუგდო და თავის „კახასოლს“ გამარჯვენა მოაპოვებინა.
ევროჩელენჯ ჯგუფში ელისის გუნდთან ერთად ნახსენები „ენერჯი“, ბელგიური „ლიეჟი“ და ლატვიური „ვენტსპილსია“. პოლონელებთან მატჩში ელისმახუთეულში ითამაშა, მოედანზე 28 წუთი დაჰყო და საკმაოდ მაღალი სიზუსტიდ ისროდა. ტაირონმა 5 ორქულიანიდან 4 ჩააგდო, ხოლო 7 შორეული სროლიდან 5 მოათავსა პოლონელთა კალათში. ელისის ანგარიშზე დაგროვდა ასევე თითო მოხსნა–პასი და 2 ჩაჭრა.
ჯგუფის მეორე მატჩში „ლიეჟმა“ ლატვიაში 73:54 მოუგო „ვენტსპილსს“.