ელისმა “კახასოლს” სარაგოსაში ულიდერა

სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ფაქტობრივად გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრების ამერიკელი გამთამაშებლის, ტაირონ ელისის გუნდი ესპანური პრიმერადივიზიონიდან არ გავარდება. „კახასოლმა“, რომელიც მთელი სეზონი ცხრილის ქვედა ეშელონებში და უმეტესად უკანასკნელ ადგილას იყო, შესანიშნავად ჩაატარა რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი და უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა.
„კახასოლმა“ წუხელ, პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში სტუმრად „სარაგოსა“ 80:73 დაამარცხა და ამაში ლომის წილი ტაირონ ელისს მიუძღვის. ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა ხუტეულში ითამაშა, მოედანზე 33 წუთი დაჰყო, რაც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მატჩის ბომბარდირი გამხდარიყო. ელისმა 17 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მას არ აუცილებია არც ორქულიანები (2–დან 2) და არც საჯარიმოები (4–დან 4), ხოლო პერიმერტის მიღმიდან 8 ცდიდან 3 სამიანი ჩააგდო.
28 თამაში„კახასოლს“ 10 მოგება და 18 წაგება აქვს და 17–გუნდა პრიმერადივიზიონში მე–11 ადგილზეა.
ნიკოლოზ ცქიტიშვილის „ფუენლაბრადა“  დღეს საღამოს ეთამაშება „მადრიდის“ რეალს, ხოლო თორნიკე შენგელიას „პამესამ“ წუხელ ქართველის გარეშე მოუგო „ბილბაოს“.