ელისმა “რეალს” 8 ქულა ჩაუგდო

ტაირონ ელისის „კახასოლს“ პატივი ერგო, ესპანეთის ჩემპიონატის გახსნის მატჩში საკუთარ მოედანზე ეთამაშა. სევილიელთა მეტოქე თავად  მადრირის „რეალი“ იყო, მაგრამ ბრძოლა არ შედგა. დედაქალაქურმა გრანდმა „კახასოლი ძალიან იოლად – 76:57.
ელისმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში თავი 8 ქულას (4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი), 3 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა. აღსანიშნავია, რომ ელისი თანაგუნდელებში მხოლოდ ტარიკ კირკსის (10 ქულა) ჩამორჩა.
შეხვედრის უპირველესი სნაიპერი კი 21 ქულის მიმთვლელი “რეალის” ლიტველი უკანახაზელი რიმანტას კაუკენასი გახდა. მადრიდელთაგან, 10-ქულიან ზღვარს კიდევ სამმა კალათბურთელმა უწია – სერხიო ლულმა (14 ქულა), დარიუს ლავრინოვიჩმა (13) და ლუის ბალოკმა (10).
“კახასოლი” მომდევნო ტურში სტუმრად “ხუვენტუდს” ეთამაშება.