ელვინ ჯოუნსი: ვწუხვარ, ასე რომ მოვიქეცი

მატჩის დასრულებისთანავე გავესაუბრეთ ლუქსემბურგის ნაკრების სასტარტოს ცენტრს ელვინ ჯოუნსს, რომელიც ბოლო მეოთხედის მიწურულს ზაზა ფაჩულიასთან ერთად უსიამოვნო ინციდენტის მონაწილე გახდა.
-ნამდვილად ვწუხვარ, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ვიცი, რომ ზაზა ძალიან წესიერი ახალგაზრდაა, რომელიც ასეთი უსიამოვნო შემთხვევის მონაწილე თითქმის არასოდეს ყოფილა. ამავე დროს, ეს კალათბურთია და ყველაფრის წინასწარ განსჯა შეუძლებელია. მომხდარმა მატჩი ნამდვილად არ გაალამაზა, მაგრამ ხანდახან კიკბოქსინგშიც ხომ უნდა გავეჯიბროთ ერთმანეთს (იცინის).-ელვინ, ასეთი უსიამოვნო ინციდენტის მონაწილე მანამდე თუ ყოფილხართ?-ადრე თუ გვიან, ასეთი რამ ნებისმიერ მოთამაშეს შეემთხვევა, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კალათბურთი ტაისონისა და ლიუისის ორთაბრძოლა არ არის. კალათბურთი ლამაზი, კაცური, ეფექტური სპორტის სახეობაა, სადაც ჩემი და ზაზას კომპლექციის მოთამაშეებმა ღმერთისგან ბოძებული შესაძლებლობა ბოლომდე უნდა გამოიყენეონ.-თავიდანვე სამი სწრაფი ფოლი მიიღეთ. ამან თამაშის რითმიდან ხომ არ ამოგაგდოთ?-პირველი სამი ფოლიდან მსაჯებს ორის დაფიქსირებისას შევეკამათე, მაგრამ მაინც ვერაფერს შევცვლიდი და მსაჯებთან საქმის გარჩევა არ დამიწყია. რას ელით ჩემგან? მსაჯს საქმის ხელებით, ყვირილით გარჩევა დავუწყო? ეს არასოდეს მომხდსარა და მომავალშიც არ მოხდება. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ფანებს პროფესიონალიზმისთვის და ნამდვილად არ ვბრაზობ, რომ მათ ზაზას მხარე დაიჭირეს. აბა, თქვენი მეტოქის მხარეს ხომ არ გადმოვიდოდნენ? ზაზას ბოდიშს ვუხდი და დარწმუნებული ვარ, მანაც იგივე გააკეთა.