“ენერჯი–ინვესტი” თბილისშიც უძლეველია

“ენერჯი–ინვესტი” თბილისშიც უძლეველია

ბოლო სამი წლის ჩემპიონი „ენერჯი–ინვესტი“ წლეულსაც ეცდება ფურორის
მოხდენას. მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა დღეს თსუ–საც მოუგო და ცხრილში აგრარულ
უნივერსიტეტთან ერთად უდანაკარგოდ 
ლიდერობს.

რუსთაველებმა 27 ქულით მოუგეს სახელმწიფო უნივერსიტეტელებს, მაგრამ
თამაშის მსვლელობა არ ყოფილა ისეთი მოსაწყენი, როგორც ეს ანგარიშიდან ჩანს. თსუ–მ
სამი მეოთხედი მედგრად ებრძოლა რუსთაველებს, ტოლს არაფერში უდებდა და წარმატების
შანსსაც ინარჩუნებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში რუსტაველებმა საკუთარი ძალა
გამოაჩინეს. ფიზიკურ გამძლეობის გარდა სხვას რას უნდა დაბრალდეს ის, რომ თსუ–მ
ბოლო ათწუთეული 24:3 მოიგო. სამი მეოთხედის შემდეგ ქვემოქართლელები  64:59 იგებდნენ და გულშემატკივრებიც დრამატული
ფინალური წუთების მოლოდინში თითებს იფშვნეტდნენ, თუმცა მათმა მოლოდინმა არ
გაამართლა. როგორც გითხარით, რუსთაველებმა მხოლოდ 3 ქულა ჩააგდებინეს თბილისელებს
ბოლო ათწუთეულში, თავად კი 24 მიითვალეს და საბოლოოდ დიდი სხვაობოთაც იმარჯვეს.

ამ მატჩამდე გამართული მატჩში 63–ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. შინაგან
საქმეთა სამინისტრომ 112:49 გაანადგურა „ჭიათურა“ და ეს კიდევ არ იყო გმარჯვებულთა
მაქსიმუმი. კახა შენგელიას შსს–ს რამდენიმე ლიდერმა დაისვენა, ხოლო გიორგი
მარკოიშვილმა ტრავმის გამო არ ითამაშა. თუმცა „ძალოვნებმა“ მაინც იოლად იმარჯვეს
და თავიანთი ამბიციური იმიჯი კიდევ უფრო გაიმყარეს.