ერევნის ტურნირზე ქართულმა გუნდებმა მორიგი გამარჯვებები მიითვალეს

ერევნის ტურნირზე ქართულმა გუნდებმა მორიგი გამარჯვებები მიითვალეს

ერევანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ქართულ გუნდებს კვლავ წარმატებული დღ ჰქონდათ. „აკადემიამაც“ და 15–წლამდელთა ნაკრებმაც გაიმარჯვეს. დღს ტურნირზე ბოლო დღა და თუკი ქართული გუნდები კვლავ იმარჯვებენ, ტურნირზე პირველ–მეორე ადგილებს გაინაწილებენ.
 

 
– „აკადემიამ“ „არტექსს“ 52:27 მოუგო, ჩვენმა გუნდმა კი „შირაქი“ 72:50 დაამარცხა –  გვითხრა 15–წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა, ერევანში რომ დავუკავშირდით.
– არც ერთ გუნდს არ გაგჭირვებიათ…
– მთლად ეგრეც ვერ ვიტყვი. ნაკრებისა და „შოირაქის“ მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი მეოთხედის 10 ქულით მოგების შემდეგ მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს და მესამე პერიოდში ქულითაც გაგვასწრეს. ბოლო მეოთხედში ჩვენმა ბიჭებმა მოინდომეს და ამ უპირატესობას, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა, ბოლო 5 წუთში მივაღწიეთ.
– დღეს ტურნირის ბოლო დღეა და ქართული გუნდები ალბათ პირველ–მეორე ადგილებს გაინაწილებთ…
– ამის სურვილი გვაქვს და ვეცდებით, საპრიზო ადგილები გავინაწილოთ. ამისთვის საჭიროა დღვანდელ მატჩებში გამარჯვება. ნაკრები ევრევნის „დინამოს“ ხვდება, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია. აქამდეც აღვნიშნე და გავიმეორებ – „დინამო“ სომხეთის 16–წლამდელთა ნაკრების საბაზო გუნდია. „აკადემია“ კი „შირაქს“ ხვდება და იმედია, ირაკლი ტომარაძის გუნდი წარმატებას მიაღწევს.
– თბილისში როდის ბრუნდებით?
– დღს, თამაშის შემდეგ ავტობუსით მოვდივაღტ. სავარაუდოდ, გვიან ღამით, თბილისში ვიქნებით.