ეროვნულ ნაკრებს ახალი ამერიკელი მოთამაშე, გენმენეჯერი და ფიზმომზადების მწვრთნელი ჰყავს

ეროვნულ ნაკრებს ახალი ამერიკელი მოთამაშე, გენმენეჯერი და ფიზმომზადების მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მნიშვნელოვანი სიახლეებია. იგორ კოკოშკოვის გუნდში ახალი კალათბურთელები გამოიძახეს, რომელთაგან 1 ამერიკელია. ასევე ნაკრებს ჰყავს ახალი გენერალური მენეჯერი და უცხოელი ფიზმომზადების მწვრთნელი.
ეს სიახლეები კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

საქართველოს ნაკრებში ახალი ამერიკელი კალათბურთელი გამოიძახეს. ეროვნული გუნდის თავკაცის, იგორ კოკოშკოვის არჩევანის შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ შეთანხმებას მიაღწია ამერიკელ ჯეიკობ პულენთან, რომელიც რამდენიმე დღეში საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და შესაძლებლობა ექნება, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ითამაშოს.
ჯეიკობ პულენთან ერთად საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იქნება ამერიკელი კორი ფიშერიც და ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელს არჩევანის საშუალება ექნება, თუ რომელი ნატურალიზირებული კალათბურთელი ათამაშოს კონკრეტულ მატჩში. ფიბა-ს წესების თანახმად, მატჩის განაცხადში მხოლოდ 1 ნატურალიზებული კალათბურთელის შეყვანაა შესაძლებელი.
 
ჯეიკობ პულენი ( Jacob Pullen)
დაბადების თარიღი: 10.11.1989
სიმაღლე: 182 სმ
კარიერა: 2007-2011 კანზასის უნივერსიტეტი
2011-12 ბიელა (იტალია, სერია A)
სტატისტიკა „ანგელიკო ბიელაში“:
32 თამაში
34,3 წუთი
16 ქულა
1,8 მოხსნა
3,2 პასი
1,8 ჩაჭრა
2-ქულიანები 48,7 %
3-ქულიანები 34,1 %
საჯარიმეოები 74,8 %
 
საქართველოს ეროვნულ ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ახალი, ფიზმომზადების მწვრთნელი დაემატა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ კონტრაქტი გაუფორმა ცნობილ იტალიელ სპეციალისტს, სანდრო ბერკადინოს, რომელიც ჩვენს ნაკრებთან ერთად შეკრებაზე 17 ივლისიდან 13 აგვისტომდე იმუშავებს. ბერკანდინო 2011 წელს მაკედონიის ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი იყო, გასულ სეზონში კი იტალიურ „სიენაში“ მუშაობდა და ამ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.
სანდრო ბერკადინო და პრედრად სამარძინსკი
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე მაკედონიის ნაკრების
ნახევარფინალში გასვლას ზეიმობენ
 
სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდში კიდევ ერთი ახალგაზრდა, პერსპექტიული კალათბურთელი გამოიძახეს. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი, ნოდარ თენიეშვილი ეროვნულ ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდება.

ნოდარ თენიეშვილი
 
საქართევლოს ეროვნულ ნაკრებს ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, მერაბ რატიშვილის ნაცვლად მენეჯერად პაატა ლობჟანიძე იმუშავებს, რომელიც ნაკრებთან ერთად ავსტრიაში გაემგზავრება.