ეროვნულ ნაკრებს ახალი სპონსორი ჰყავს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი სპონსორი ჰყავს: ტოტალიზატორი “აჭარაბეთი”.  კარსმომდგარი საკვალიფიკაციო ციკლისთვის saqarTvelos kalaTburTis federaciam ახალი ფინანსური პარტნიორი მოძებნა xsenebuli totalizatoris saxiT.
 
4 აგვისტოს საზეიმოდ მოეწერა ხელი კალათბურთის ფედერაციასა და “აჭარაბეთს” შორის ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც ხსენებული ტოტალიზატორი ჩვენს ნაკრებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს 2008 წლის საკვალიფიკაციო მატჩებში.
 

ლაშა ძიძავა და koba შავგულიძე
 
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა ძიძავამ და “აჭარაბეთის” დირექტორმა koba შავგულიძემ, რის შემდეგაც მოეწყო ჩვენი ეროვნული გუნდის ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია, რომელზეც, ცხადია, ახალი სპონსორის, “აჭარაბეთის” ლოგო არის გამოსახული
 

ნაკრების მწვრთნელმა igor kokoSkovma გიორგი ხორავას
ნაკრების მაისური გადასცა
 
გიორგი ხორავა:
“ჩვენთვის საპატიოა ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებთან პარტნიორობა და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება. ამაში, რა თქმა უნდა, ნაკრების  წარმატებებს ვგულისხმობ. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება”.
 
ლაშა ძიძავა:
“მადლობა “აWარაბეთს”დახმარებისთვის. ეს დიდი სტიმული და ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომაა ქართული კალათბურთისთვის. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალებით წარმატებას მივაღწევთ”.
 

ეროვნული ნაკრების წევრები “აჭარაბეთის” პრეზენტაციაზე