ეროვნული ნაკრები – “ჰიუნდაი”: პარტნიორობა გრძელდება

ეროვნული ნაკრები – “ჰიუნდაი”: პარტნიორობა გრძელდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ–ერთმა სპონსორმა „ჰიუნდაი საქართველომ“ ჩვენს ეროვნულ გუნდთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. მსოფლიოში ცნობილი საავტომობილო კომპანია „ჰიუნდაის“ წარმომადგენლობა აქამდეც გვერდში ედგა საქართველოს ნაკრებს, ახლა კი „ჰიუნდაიმ“ ხანგრძლივი ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან.
 
დღეს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ კომპანია „ჰიუნდაი საქართველოს“ პრეზიდენტმა დავით გიორგობიანმა და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჰიუნდაი“ არა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებს, არამედ ასაკობრივ ნაკრებებსაც გაუწევს დახმარებას.