ეროვნული ნაკრები კუნძულ კრეტაზე დაბანაკდა და საღამოს Dyo Aorakia არენაზე ივარჯიშებს

ეროვნული ნაკრები კუნძულ კრეტაზე დაბანაკდა და საღამოს Dyo Aorakia არენაზე  ივარჯიშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები კუნძულ კრეტაზეა, სადაც 21 თებერვალს, საბერძნეთის ნაკრებთან დაგეგმილი მატჩისთის ემზადება. ილიას ზუროსი საკუთარ სამშობლოში დღეს, ქართველების წინამძღოლის რანგში დაბრუნდა და ერთ დროს საბერძნეთის მთავარი მწვრთნელი, ახლა ამ ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ რაზმავს ჩვენიანებს.

საქართველოს ნაკრები კრეტის მთავარ ქალაქ ირაკლიოშიდღეს, ადგილობრივი დროით 10:30 საათზე საათზე ჩავიდნენ და სასტუმრო “აქუილა ატლანტისში” დაბინავდნენ. გვიანი საუზმის შემდეგ ქართველი კალათბურთელები დაისვენებენ და საღამოს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე Dyo Aorakia არენაზე ივარჯიშებენ. სწორედ ამ დარბაზში გაიმართბა 21 თებერვალს საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული გუნდების მატჩი.

საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით 11 მოთამაშითაა. 17:00 საათზე ამერიკიდან თად მაკფადენი ჩამოფრინდება, რომელიც საღამოს ვერ ივარჯიშებს და ჩვენს ეროვნულ გუნდს ხვალ, დილის ვარჯიშიდან შეუერთდება. ყველა კალათბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებშია, ჯანმრთელადაა და დღეიდან ილიას ზუროსის დატვირთულ ვარჯიშებში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი გახლავთ მსოფლიოს 2019 წლის შემოდგომაზე ჩინეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალფიკაციო ტურნირის ბოლოსწინა ტური. 3 დღეში კი დასკვნით ტურში ილიას ზუროსის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპში საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველ და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგებ-წაგება გააჩნია და მუნდიალზე გასვლის შანსი გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე კონკურენტ სერბეთს. მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო სერბეთმა – ესტონეთთან და ისრაელთან – წააგოს.