ეროვნული ნაკრები საპატრიოარქოში ილია მეორემ დალოცა

ეროვნული ნაკრები საპატრიოარქოში ილია მეორემ დალოცა

საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ეროვნული გუნდი  დალოცა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს ნაკრები საპატრიარქოში მიიღო, მის ხელმძღვანელებსა და წევრებს გაესაუბრა, რის შემდეგაც გუნდის თითოეული წევრი დალოცა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატება უსურვა.
 
უწმინდესი დაინტერესდა, თუ რომელი გუნდები იქნებიან ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების მეტოქეები, რის შემდეგაც კალათბურთელებს უთხრა, მოიგებთ თუ წააგებთ, ღმერთს მადლობა შესწირეთ, თქვენი ქვეყნის სახელს ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე რომ დაიცავთო.
 
პატრიარქმა ნაკრების წევრები სანთლებითა და რელიგიური ლიტერატურით დაასაჩუქრა.