ეროვნული ნაკრების შემადგენლობა და ახალი ნატურალიზებული მოთამაშე

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა და ახალი ნატურალიზებული მოთამაშე

დღეს სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა – დავით უსტიაშვილმა და კოტე ტუღუშმა პრესკონფერენცია გამართეს. თემა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი გახლდათ.
 
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვისა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ევროპის 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მოსამზადებლად ნაკრებში გამოძახულები არიან შემდეგი კალათბურთელები:
გამთამაშებლები
კორი ფიშერი, გიორგი ცინცაძე, ოთარ ფხაკაძე, რეზო როგავა
მსროლელები
მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე
მსუბუქი ფორვარდები
ვიქტორ სანიკიძე, ანატოლი ბოისა, ლევან ფაცაცია
 მძიმე ფორვარდები
თორნიკე შენგელია, აკაკი დვალიშვილი, ნიკა მეტრეველი, ბექა ბექაური
ცენტრები
ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, რიჩარდ მათიაშვილი
ზემოთ ჩამოთვლილი 18 კალათბურთელით საქართველოს ნაკრები ავსტრიაში 17 ივლისს შეიკრიბება. მანამდე კი, 2 ივლისიდან, ნაკრების წევრები თბილისში ფიზიკურად მოემზადებიან.
საქართველოს ნაკრებში ახალი ნატურალიზებული კათბურთელი ითამაშებს. იგორ კოკოშკოვისა და მისი ასისტენტების მიერ არჩევანი ამერიკელ  კორი ფიშერზე შეჩერდა.  

 
 
კორი ფიშერი
დაბადების წელი: 1988
სიმაღლე: 185
წონა: 91
2011 წლამდე გამოდიოდა ვილანოვას უნივერსიტეტში (NCAA)
2011-2012 ანთალია (თურქეთი)
„ანთალიაში“ – 30 თამაში, 34.2 წუთი, 17.2 ქულა, 4.4 პასი, 3.5 მოხსნა, 1.1 ჩაჭრა
ორქულიანიბის %   48.8
სამქულიანების %   38.6
საჯარიმოების %      84.9
 
 
 
 
საქართველოს ნაკრების 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთავის მოსამზადებელი გეგმა და ოფიციალური მატჩების განრიგი
1-16 ივლისი: ფიზიკური მომზადების ვარჯიშები თბილისში
17-28 ივლისი: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)
29-31 ივლისი: საერთაშორისო ტურნირი ტალინში (ესტონეთი). მონაწილეობენ: საქართველო, ესტონეთი, ჩეხეთი და აშშ-ს ერთ-ერთი საუნივერსიტეტო გუნდი
1-5 აგვისტო: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)
4 აგვისტო: საკონტროლო მატჩი ავსტრია-საქართველო ავსტრიაში (ქალაქი დადგინდება მოგვიანებით)
7-9 აგვისტო: საერთაშორისო ტურნირი თბილისში. მონაწილეობენ: საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ბელარუსი
13 აგვისტო: საკონტროლო მატჩი გერმანია-საქართველო ლაიფციგში (გერმანია)
18 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-რუმინეთი თბილისში
21 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ბოსნია-საქართველო სარაევოში (ბოსნია)
24 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ლატვია თბილისში
21 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჰოლანდია-საქართველო ალმერეში (ჰოლანდია)
2 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი რუმინეთი-საქართველო სიბიუში (რუმინეთი)
5 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ბოსნია თბილისში
8 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ლატვია-საქართველო რიგაში (ლატვია)
11 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ჰოლანდია თბილისში