ეროვნული ნაკრების წევრთა წარმატებული ტური

ეროვნული ნაკრების წევრთა წარმატებული ტური

იტალიის ჩემპიონატში წარმატებული ტური ჩაატარეს ქართველი კალათბურთელების გუნდებმა. მანუჩარ მარკოისვილის „კანტუმ“ სტუმრად იმარჯვა, ხოლო ვიატორ სანიკიძის „სიენამ“ სტუმარი – „კასერტა“ არ დაინდო.
 
სიენელებმა მეტოქეს 2 ქულის სხვაობით, ანგარიშით 86:66 აჯობეს. სანიკიძემ მცირე შესვენების შემდეგ კვლავ დაძლია 10-ქულიანი თამასა. მან  26 წუთში 10 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტის (12) მიხედვით, მხოლოდ ამერიკელ ბობი ბრაუნს (20 ქულა) ჩამორჩა. ვიქტორი სასტარტო ხუთეულში იყო და 4-ვე ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა.
 
 

 
8 მატჩიდან სიენელებს 6 მოგება აქვთ – ზუსტად იმდენი, რამდენიც მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს“. ეს გუნდები სერია „ა“-ს ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. კანტუელებმა ამ ტურში მნიშვნელოვნი გამარჯვება მოიპოვეს. მარკოიშვილის გუნდმა სტუმრად სკავოლინი 76:66 დამარცხა. მანუჩარი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 32 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა.
 
ქართველმა უკანახაზელმა 8-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 სამქულიანი გამოიყენა,ერთხელ მას დაუფარეს, ბურთი ხუთჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მისწინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. სტუმართა რიგებში საუკეთესო ბელგიის ნაკრებისწევრი ჯონათან ტაბუ იყო 19 ქულით, 5 მოხსნით და 3 პასით.
 
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩები 25-26 ნოემბერს შედგება, ჩვენთვის საინტერესო შეხვედრა კი 26-ში ჩატარდება და მასში მარკოიშვილის “კანტუ”სანიკიძის “მონტეპასკის” უმასპინძლებს.
 
 
ისრაელის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა გუნდებმა – გიორგი შერმადინის „მაკაბიმ“ და ნატურალიზებული ჯეიკობ პულენის „ჰაპოელმა.
 
სამწუხარო ისაა, რომ მოედანზე არ გამოჩენილა გიორგი შერმადინი, რომელსაც სავარაუდოდ ტრავმა აქვს და მწვრთნელმა არ ათამაშა. ქართველი ცენტრის გარეშე კი თელ ავივის „მაკაბიმ“ დიდი ბრძოლა გადაიტანა ელიათში „ჰაპოელთან“, რომელთანაც ბოლო მეოთხედამდე აგებდა და გადამწყვეტ ათწუთეულში მოახერხა გამარჯვების მოპოვება – 79:68.
 
მაკაბელთაგან თავი ლიორ ელიაჰუნ გამოიჩინა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა, ხოლო რიკი ჰიკმანის ანგარიშზე 17 დაგროვდა. ამ ტურში, ჰაიფაში დამარცხდა ლიდერი „ნეთანია“, რამაც შერმადინის გუნდს ლიდერის დაწევის საშუალება მისცა. 5 მოგებითა და 1 წაგებით ისრაელის ლიგას „მაკაბი“ და „ნეთანია“ ლიდერობენ.
 

 
ჯეიკობ პულენის „ჰაპოელმა“ კი ჩემპიონატის 3 წაგებით დაწყების შემდეგ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. იერუსალიმელებმა ამჯერად ჰოლონში, მოსახელე „ჰაპოელი“ 76:68 დაამარცხეს. შეხვედრა დაძაბული იყო და მისი დები ბოლო წუთებზე გადაწყდა. პულენი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა. ჯეიკობმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ოთხჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინაღმდეგ კი თამაშის წესები სამჯერ დაირღვა.
 
3 მოგბითა და ამდენივე წაგებით იერუსალიმელებმა ცხრილში მე-5 ადგილზე აინაცვლეს. მომდევნო ტურში, 25 ნოემბერს პულენის გუნდი „აშქელონს“ უმასპინძლებს, ხოლო თელ ავივის „მაკაბი“ ჰოლონში „ჰაპოელს“ შეხვდება.