ეროვნული წიგნი – “მეშვიდე ცაზე, მეშვიდე ცდაზე”

ეროვნული წიგნი – “მეშვიდე ცაზე, მეშვიდე ცდაზე”

„მეშვიდე ცაზე, მეშვიდე ცდაზე“ – ასე ჰქვია საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ ვაჟა სიმონიშვილის მიერ გამოშვებულ წიგნს. სიმონიშვილი სპორტულ გაზეთ „ლელოში“ მუშაობს და ქართულ კალათბურთში დიდად ჩახედული ჟურნალისტია.
 
მისი წიგნი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაა. მასში თავმოყრილია ჩვენი ეროვნული გუნდის ყველა ოფიციალური მატჩის სრული სტატისტიკა, თანამედროვე და ძველი, ისტორიული ფოტოები. ყოველ მატჩსა თუ საკვალიფიკაციო ციკლს ახლავს მისი მონაწილე გამორჩეული კალათბურთელებისა და მწვრთნელების კომენტარები.
 
 წიგნიდან შეიტყობთ ეროვნული ნაკრების წევრთა საერთო რაოდენობას და მათ სრულ სტატისტიკას. გაიგებთ თუ ვინ არის საქართველოს ნაკრების ბომბარდირი, საუკეთესო მეპასე, მომხსნელი და ასე შემდეგ ყველა სტატისტიკურ მაჩვენებელში. ამას გარდა გაეცნობით მომავალი ევროპის ჩემპიონატის კალენდარს და უფრო დაწვრილებით შეიტყობთ მის მონაწილეებზე.
 
ახალი წიგნის პრეზენტაცია გუშინ ევროვნული ნაკრების პრესკონფერენციის ბოლოს, „Holiday Inn”- ში გაიმართა, სადაც ავტორმა საკუთარი ხელით დაურიგა ნაკრების წევრებს ახალი გამოცემა. კალათბურთელების ინტერესი დიდი იყო, წიგნი ყველამ მოიწონა და ავტორს გარჯა შეუქეს.
 
რატომ „მეშვიდე ცდაზე“? ამას წიგნის გადაფურცვლისთანავე, ავტორის წინასიტყვაობიდან გაიგებთ. ახალი წიგნის შეძენა მსურველებს დღეიდან შეეძლებათ. იგი გაზეთ „ლელოსთან“ ერთად გაიყიდება და ორივე გამოცემა ჯამში 3, 80 ლარი ეღირება.
 
ქართულენოვანმა წიგნმა ნაკრების ამერიკელი წევრი მარკიზ ჰაინსიც დააინტერესა