ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიასთან სავარჯიშო ხასიათის მატჩი გამართა

ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიასთან სავარჯიშო ხასიათის მატჩი გამართა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიშის ტიპის ამხანაგური მატჩი ჩაატარა ავსტრიასთან და 56:64 დამარცხდა. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გუნდებმა დამატებით 15–წუთიანი პერიოდი ითამაშეს, იქ კი უკვე საქართველომ იძალა, თუმცა ძალაში თავდაპირველი, ძირითადი 40–წუთიანი მატჩის ანგარიში შევიდა. მატჩის შესახებ კომენტარისთვის ავსტრიაში ნაკრების ასისტენტ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს შევეხმიანეთ.
 
– როგორ ჩაიარა შეხვედრამ?
– დამაკმაყოფილებლად. რისთვისაც გავმართეთ ეს მატჩი, საიმისოდ კარგად გამოვიყენეთ. შედეგს ყურადღება არ ექცეოდა, ჩვენი მიზანი კალათბურთელების ფორმის შეფასება დსა სხვა მნიშვნელოვანი დეტალები იყო.
– მწირი ანგარიში რის ბრალია?
– ალბათ იმის, რომ ორივე გუნდი დაცვას აქცევდა ყურადღებას, ცდილობდნენ, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი დაეხვეწათ. საბოლოოდ ანგარიში არ ყოფილა პატარა, თუმცა ის აღარ დაუთვლიათ, რადგან როცა შეხვედრა დასრულდა, მოვილაპარაკეთ და კიდევ 15 წუთი ვითამაშეთ. თუკი ამ დამატებით დროსაც გავითვალისწინებთ, ჩვენ 2 ქულით მოვიგეთ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შედეგს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევდით. შეხვედრას სავარჯიშო ხასიათი ჰქონდა.
– ავსტრიასთან დღესაც გაქვთ სპარინგ–მატჩი…
– ეს უკვე ოფიციალური ამხანაგური მატჩია. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად მაყურებელი იქნება. შეხვედრა შტაინბრუნთან ახლო მდებარე ქალაქ ბადენში გაიმართება. ბილეთებიც იყიდება და მათი ფასი 5 ევროა.
– როგორ ფორმაში არიან ნაკრების კანდიდატები?
– დამაკმაყოფილებელ ფორმაში არიან. მანუჩარ მარკოიშვილი ნელნელა შედის ფორმაში და ავსტრიასთან თუ არა, მომდევნო ამხანაგურ მატჩებში აუცილებლად ითამაშებს.
 
ამხანაგური მატჩი. შტაინბრუნი, ავსტრია. 30 ივნლისი
ავსტრია 64:56 საქართველო
29:25 35:31
 
საქართველო: გამყრელიძე (1), ა. ბოისა (6), ვ. ბოისა (7), ფაჩულია (10 ქულა, 10 მოხსნა), ცინცაძე (7), სანიკიძე (9), ცქიტიშვილი (9), ჰეინსი (7 ქ, 3 პასი), შენგელია
 
 
გთავაზობთ საქართველოსა და ავსტრიას შორის აქამდე გამართულ ყველა შეხვედრის შედეგს
 
ევრო-1999. საკვალიფიკაციო25.05.1997საქართველო-ავსტრია დ.დ. 67:6034:31, 22:25, 11:4საქართველო: თორთლაძე (38წთ, 3ქ, 3მ, 4პ, 1ჩ), ტურაშვილი (27წთ, 11ქ, 3მ), სტეფანია (5წთ, 2ქ, 1მ), ბეჟანიშვილი (26წთ, 10ქ, 10მ, 1პ, 1ჩ), ხოშტარია (15წთ, 2ქ, 2პ), ნაცვლიშვილი (45წთ, 22ქ, 15მ, 1ჩ), ბერძენიშვილი (33წთ, 9ქ, 9მ), სანაძე (9წთ, 3ქ), ჩხეიძე (19წთ, 5ქ)
ევრო-2009. B დივიზიონი06.09.2006 ავსტრია-საქართველო 63:6819:13, 22:13, 15:24, 7:18საქართველო: ელისი (37წთ, 20ქ, 5მ, 5პ, 1ჩ, 1დ), მ. მარკოიშვილი (27წთ, 9ქ, 2მ, 1ჩ), ა. ბოისა (10წთ, 3მ), ვ. ბოისა (33წთ, 5ქ, 2მ), ფაჩულია (35წთ, 24ქ, 7მ, 2ჩ, 2დ), გამყრელიძე (19წთ, 2ქ, 4პ, 1მ), ცინცაძე (7წთ), ცქიტიშვილი (11წთ, 3ქ, 2მ, 1ჩ), სანიკიძე (21წთ, 5ქ, 6მ), ნაცვლიშვილი (1წთ).
25.08.2007 საქართველო-ავსტრია 85:7421:22, 21:15, 24:19, 19:18საქართველო: ცინცაძე (33წთ, 5მ, 2პ, 3ჩ), ელისი (36წთ, 14ქ, 3პ, 1ჩ), მ. მარკოიშვილი (27წთ, 22ქ, 3მ, 1პ, 1ჩ), სანიკიძე (32წთ, 14ქ, 9მ, 3პ, 1ჩ, 1დ), ფაჩულია (38წთ, 25ქ, 5მ, 3პ, 1დ), გამყრელიძე (5წთ), ნაცვლიშვილი (23წთ, 5ქ, 7მ, 1პ, 1ჩ), ტუღუში (6წთ, 5ქ, 2მ, 1ჩ).
ამხანაგური05.08.2008ავსტრია-საქართველო 76:7425:20, 18:16, 15:24, 18:14საქართველო: ცინცაძე (24წთ, 5ქ, 3პ), ა. ბოისა (18წთ, 2ქ), სანიკიძე (13ქ, 10მ), ცქიტიშვილი (25წთ, 20ქ, 9მ), ფაჩულია (30წთ, 9ქ, 3პ); გამყრელიძე (20წთ, 9ქ), ვ. ბოისა (22წთ, 9ქ), შერმადინი (3წთ, 2ქ), ტუღუში (14წთ, 5ქ), ტომარაძე (5წთ), შენგელია (4წთ)
08.08.2008ავსტრია-საქართველო 77:7421:17, 25:20, 13:12, 18:25საქართველო: ცინცაძე (27წთ, 9ქ, 3პ, 3მ), ა. ბოისა (12წთ, 3ქ, 4მ), სანიკიძე (23წთ, 1ქ, 9მ), ცქიტიშვილი (26წთ, 18ქ, 8მ), ფაჩულია (25წთ, 20ქ, 5მ); გამყრელიძე (30წთ, 7ქ, 5პ, 4მ), ვ. ბოისა (23წთ, 5ქ, 4მ, 3პ), შერმადინი (5წთ, 2ქ), ტუღუში (13წთ, 3ქ), შენგელია (16წთ, 6ქ, 4მ)
7.08.2009ავსტრია-საქართველო 73:7721:18, 19:17, 13:17, 20:25საქართველო: გამყრელიძე (11წთ), ვ. ბოისა (34წთ, 15ქ), ცინცაძე (35წთ, 17ქ, 4პ, 3ჩ), შერმადინი (35წთ, 14ქ), ტუღუში (5წთ), სანიკიძე (39წთ, 11ქ, 12მ), მეტრეველი (11წთ, 4ქ), ელისი (30წთ, 16ქ, 6პ)
8.08.2009ავსტრია-საქართველო 71:7518:22, 22:18, 17:18, 14:17საქართველო: გამყრელიძე (11 წთ), ვ. ბოისა (31 წთ, 12ქ, 6მ), ცინცაძე (29 წთ, 6ქ, 8პ, 3ჩ), შერმადინი (34 წთ, 18ქ, 7მ), ტუღუში (10 წთ, 3ქ), სანიკიძე (31 წთ, 11ქ, 6მ), მეტრეველი (8 წთ, 2ქ), ელისი (32 წთ, 17ქ), ა. ბოისა (7 წთ, 4ქ), შენგელია (6 წთ, 2ქ)