ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო პრესკონფერენცია გამართა

ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო პრესკონფერენცია გამართა

საქართველოს ეროვნულ ინაკრები ამღამ, 05:30 საათზე ლატვიაში მიემგზავრება, სადაც 2 ამხანაგურ მატჩსა და მოსამზადებელ შეკრებას გამართავს, შემდეგ კი ლიტვაში გადაინაცვლებს და ევროპის ჩემპიონატის მასპინძლებსაც ამხანაგურად გაეჯიბრება (27 აგვისტოს).ჩვენი ნაკრების სერბმა თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა დღეს „Holiday Inn”-ში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი საბოლოო შემადგენლობა დაასახელა, ასევე განვლილ მოსამზადებელ პერიოდზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. პრესკონფერენციას ნაკრები სრული შემადგენლობით დაესწრო, თუმცა ძირითადი კითხვები მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან იყო.
 

 
– დიდი მადლობა მობრძანებისთვის. საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ნაყოფიერად ვმუშაობთ. დიდი თვე იყო – ბევრი უარყოფითი და დადებითი მხარე დავინახეთ. ზოგი რამ გამოვასწორეთ, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე მზად ვართ. ეს არც მაღელვებს, რადგან ვხედავ, რომ გუნდი პროგრესირებს. დეტალებზე სამუშაოდ კი დრო კიდევ გვაქვს. ბალტიისპირეთში კიდევ სამ საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ, რომლებშიც დაცვაზეც ვიმუშავებთ, შეტევაზეც და ყველაფერზე, რაც გამოსასწორებელი გვაქვს.
– ნაკრებში აქამდე 14 კალათბურთელი ვარჯიშობდა, ლატვიაში კი 13 მიგყავთ…
– შეკრების ყველაზე რთული პერიოდი სწორედ კალათბურთელებთან შელევაა. სამწუხაროდ ამ ეტაპზე 13 კაცში ვერ მოხვდა ლევან ფაცაცია, რომელიც შეკრების პირველი დღიდან თავდაუზოგავად მუშაობდა. ლატვიაში მიგვყავს ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა გიორგი შარაბიძე, რომელიც მე-13 კალათბურთელი იქნება. ევროპის ჩემპიონატის განაცხადში, 30 აგვისტოს 12 კალათბურთელის გვარი უნდა დაფიქსირდეს, შემდეგ ცვლილებების განხორციელების საშუალება არ გვექნება.
– ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების პერსპექტივებზე რას იტყვით?
– რამდენიმე წლით უკან გადავინაცვლებ: საქართველოს ნაკრებთან ერთად პირვლი მატჩი ლუქსემბურგთან 2008 წელს ჩავატარე. მას მერე გუნდი ყოველწლიურად წინ მიდიოდა და დღეს არა ლუქსემბურგს, არამედ ევროპის წამყვან ქვეყნებთან სათამაშოდ ვემზადებით. კარგად მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია, საქართველოს მსგავსი პატარა, მაგრამ დიდი საკალათბურთო ტრადიციების მქონე ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად წარმოჩენა. ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, და ვეცდებით გულშემატკივარს სიამოვნება მივანიჭოთ.
– ევროპის ჩემპიონატზე თქვენგან სიურპრიზებსაც ველით…
– ეს მზადების შემადგენელი კომპონენტია. თუმცა მაშინ, როცა 6 დღეში ხუთი მატჩის ჩატარება გვიწევს, სიურპრიზები უფრო საწყის შეხვედრებშია მოსალოდნელი.
– ჩვენც ეგ გვინდა – პირველი მატჩი ხომ ბელგიასთანაა.
– სადღეისოდ სწორედ პირველ თამაშზე ვფიქრობთ. ბელგიასთან შეხვედრას რომ მოვისტუმრებთ, რუსეთზე გადავერთვებით, შემდეგ სლოვენიაზე…
– მეტოქეების ტესტ-მატჩების ვიდეოჩანაწერები თუ მოიპოვეთ?
– ამაზე ჩემი ასისტენტები ზრუნავენ. მე მთლიანად საქართველოს ნაკრებზე ვარ ფოკუსირებული. მთავარია ჩვენ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. ასეთ შემთხვევაში ქართველებს კი არ მოუწევთ მოწინააღმდეგეზე ფიქრი, პირიქით – სხვებს გაუჩნდებათ თავსატეხი.
 

 
მანუჩარ მარკოიშვილი:
– ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ ქართული ხასიათი – ბოლომდე ვიბრძოლოთ და ევროპულ საზოგადოებას დავანახვოთ რა შეგვიძლია. 31 აგვისტომდე დრო კიდევ არის, სამი მატჩი გვაქვს დარჩენილი და სწორედ იქ უნდა გამოვასწოროთ საბოლოოდ ჩვენი შეცდმები.
 
ვლადიმერ ბოისა:
– ისევე როგორც საქართველოს ნაკრები, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლას მეტოქეებიც გეგმავენ. ბელგიას, უკრაინასა და ბულგარეთსაც მიაჩნიათ, რომ ეს შეუძლიათ, რუსეთსა და სლოვენიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მესამე ადგილი დავიკავოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. მეორე და პირველ ადგილზე გასვლა უკვე ზღაპარი იქნება.
 
ზაზა ფაჩულია:
– ექვსი წელი B დივიზიონში ვიყავით. თამაშს ნელ-ნელა ვაუმჯობესებდით და ბოლოსდაბოლოს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე მიაღწია. ეს ჩვენი კალათბურთის ისტორიაში პირველად მოხდა და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ღირსების დაცვა ევროპის მთავარ საკალათბურთო ფორუმზე მოგვიწევს. წინაც უნდა გავიხედოთ – იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი თაობა ჩვენს მიერ მიღწეულზე არ შეჩერდება და შედეგებს გააუმჯობესებს.
– ერთი თვეა, რაც ვემზადებით, ცხრა მატჩი ჩავატარეთ, დავინახეთ ჩვენი უარყოფითი და დადებითი მხარეები. საკონტროლო შეხვედრებში შეცდომა დასაშვებია, მაგრამ ეს ოფიციალურ მატჩებში არ უნდა განმეორდეს. ევრობასკეტს უკეთ მომზადებულები უნდა შევხვდეთ, ერთი-ორად კარგად გავისარჯოთ. 6-7 წელია ერთი