ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. ნაკრები 2 ივლისიდან თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ემზადება. შეკრების პირველი ეტაპი ფიზიკურ მომზადებას გულისხმობს, რომელიც 16 ივლისამდე გასტანს.
17 ივლისიდან ნაკრები სრული შემადგენლობით ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში შეიკრიბება და 28 ივლისამდე მოსამზადებელ შეკრებას გაივლის. ამის შემდეგ ეროვნული გუნდი 8 საკონტროლო მატჩს გამართავს, რის შემდეგაც, 18 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება.

 
გთავაზობთ ეროვნული გუნდის მოსამზადებელ გეგმასა და ევროშესარჩევი მატჩების განრიგს:
1-16 ივლისი: ფიზიკური მომზადების ვარჯიშები თბილისში
17-28 ივლისი: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)
29-31 ივლისი: საერთაშორისო ტურნირი ტალინში (ესტონეთი). მონაწილეობენ: საქართველო,ესტონეთი, ჩეხეთი და აშშ-ს ერთ-ერთი საუნივერსიტეტო გუნდი
1-5 აგვისტო: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)
4 აგვისტო: საკონტროლო მატჩი ავსტრია-საქართველო ავსტრიაში (ქალაქი დადგინდებამოგვიანებით)
7- 9 აგვისტო: საერთაშორისო ტურნირი თბილისში. მონაწილეობენ: საქართველო, უკრაინა,ესტონეთი, ბელარუსი
13 აგვისტო: საკონტროლო მატჩი გერმანია-საქართველო ლაიფციგში (გერმანია)
18 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-რუმინეთი თბილისში
21 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ბოსნია-საქართველო სარაევოში (ბოსნია)
24 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ლატვია თბილისში
29 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჰოლანდია-საქართველო ალმერეში(ჰოლანდია)
2 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი რუმინეთი-საქართველო სიბიუში(რუმინეთი)
5 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ბოსნია თბილისში
8 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ლატვია-საქართველო რიგაში(ლატვია)
11 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ჰოლანდია თბილისში

‘