ეროვნულმა ნაკრებმა ფიზმომზადებით დაიწყო

ეროვნულმა ნაკრებმა ფიზმომზადებით დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ივლისიდან ფიზმომზადებას გადის. ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში თავი შემდეგმა კალათბურთელებმა მოიყარეს: გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე, ანატოლი ბოისა, ლევან ფაცაცია, აკაკი დვალიშვილი, რიჩარდ მათიაშვილი, ბექა ბექაური, ნიკა მეტრეველი და ბესო ლეჟავა.
 

 
„მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი, რომლებიც ჯანმრთელობის გამო მწყობრში არ იყვნენ, 5 ივლისს შემოგვიერთდებიან – განაცხადა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა – თბილისში ერთჯერადი, ძირითადად ფიზმომზადებაზე ორიენტირებული ვარჯიშები გვექნება. 17 ივლისიდან ავსტრიაში სრულფასოვანი შეკრება დაიწყება, სადაც სრული შემადგენლობით შევიკრიბებით და ორჯერად ვარჯიშებზე გადავალთ“.
 

 

 

 
შეგახსენებთ ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ გეგმასა და ოფიციალური მატჩების განრიგს
 
2-16 ივლისი: ფიზიკური მომზადების ვარჯიშები თბილისში
17-28 ივლისი: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)
29-31 ივლისი: საერთაშორისო ტურნირი ტალინში (ესტონეთი). მონაწილეობენ: საქართველო, ესტონეთი, ჩეხეთი და აშშ-ს ერთ-ერთი საუნივერსიტეტო გუნდი
1-5 აგვისტო: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)
4 აგვისტო: საკონტროლო მატჩი ავსტრია-საქართველო ავსტრიაში (ქალაქი დადგინდება მოგვიანებით)
7-9 აგვისტო: საერთაშორისო ტურნირი თბილისში. მონაწილეობენ: საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ბელარუსი
13 აგვისტო: საკონტროლო მატჩი გერმანია-საქართველო ლაიფციგში (გერმანია)
18 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-რუმინეთი თბილისში
21 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ბოსნია-საქართველო სარაევოში (ბოსნია)
24 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ლატვია თბილისში
21 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჰოლანდია-საქართველო ალმერეში (ჰოლანდია)
2 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი რუმინეთი-საქართველო სიბიუში (რუმინეთი)
5 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ბოსნია თბილისში
8 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ლატვია-საქართველო რიგაში (ლატვია)
11 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ჰოლანდია თბილისში