ეროვნულმა ნაკრებმა სპორტის სასახლეში ივარჯიშა

13 აგვისტო რომ თენდებოდა, თბილისში ავსტრიიდან დაბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც დღეს საღამოსვე სპორტის სასახლეში ივარჯიშა.
იგორ კოკოშკოვის გუნდს თბილისში დახვდა ნიკა ცქიტიშვილი, რომელმაც ცნობილი მიზეზის გამო შენგენის ვიზა  ვერ გააკეთა. თბილისში შეუერთდა ნაკრებს მანუჩარ მარკოიშვილიც, რომელსაც ავსტრიული შეკრების მიტოვება ტერფის ტრავმის გამო მოუხდა. მანუჩარი გერმანიაში გადავიდა, ექიმებს გაესინჯა და საქართველოში დაბრუნდა. მანუჩარს გუნდთან ერთად ფაქტობრივად არ უვარჯიშია, მან მხოლოდ ცოტა ხანს ფარში ისროლა და შემდეგ ნაკრების ექიმ თემურ ხვედელიძის მეთვალყურეობით სარეაბილიტაციო ვარჯიშებს ინდივიდუალურად ასრულებდა.
რაც შეეხება დანარჩენებს, ჯერ მათ შემადგენლობას გაგაცნობთ:
უკანა ხაზი: გიორგი ცინცაძე, ტაირონ ელისი, გიორგი გამყრელიძე, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა.
ფორვარდები: ვლადიმერ ბოისა, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ნიკა მეტრეველი.
ცენტრები: ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი.
იგორ კოკოშკოვმა ჩვენებს სრულფასოვანი ვარჯიში ჩაუტარა: ფარში სროლა, კომბინაციების დამუშავება, ორმხრივი კალათბურთი და ფიზმომზადება, რომელზეც ავთანდილ ბერიძემ იზრუნა.
საქართველოს ნაკრები ხვალ დილას ღია ვარჯიშს გამართავს და მომდევნო 2 ვარჯიში დახურული იქნება. ლიქსემბურგი ამაღამ ჩამოდის და ხვალ სპორტის სასახლეში ივარჯიშებს. ხოლო ზეგ, 15 აგვისტოს, საღამოს 19 საათზე მატჩია. საქართველო A დივიზიონისკენ მიმავალი გზის ბოლო, ყველაზე ძნელ მონაკვეთს შეუყვება.

ნიკა ცქიტიშვილი, მანუჩარ მარკოიშვილი და ზაზა ფაჩულია

ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, კოტე ტუღუში და ნიკა მეტრეველი
 
ტაირონ ელისი

ნიკა ცქიტიშვილს ჯეისონ სტოდტი ავარჯიშებს

გიორგი ცინცაძე

ნაკრების გოლიათები: ნიკა ცქიტიშვილი და ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულიას სროლაში დავით უსტიაშვილი ავარჯიშებდა

იგორ კოკოშკოვის სასტვენი ვარჯიშის დაწყებას იუწყება

ტრავმირებულ მანუჩარ მარკოიშვილს ექიმი თემურ ხვედელიძე ავარჯიშებდა