ერთი მოგებაც და ტიტული ცქიტიშვილისაა

ერთი მოგებაც და ტიტული ცქიტიშვილისაა

პირველ აზიურ ტიტულამდე ნიკა ცქიტიშვილს ერთი მოგება აშორებს. „მაჰრამმა“ თეირანში დასავლეთაზიური ლიგის ფინალური სერიის მორიგი მატჩი 92:76 მოუგო ლიბანურ „ალ რიადს“ და 2:1 დაწინაურდა. გამარჯვება სამ მოგებამდეა, სერიის მომდევნო 2 მატჩი კი თეირანში უნდა გაიმართოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცქიტიშვილისთვის ტიტულის მოგებას თითქმის გადაწყვეტილია.
თუკი სერიის წინა მატჩში ცქიტიშვილი საუკერთესო იყო, გასულ შეხვედრაში მან თავი მხოლოდ ფარზე ბრძოლაში გამოიჩინა. ქართველმა ფორვარდმა 13 მოხსნა დააგროვა, რაც შეეხება ქულებს, მის ანგარიშზე მხოლოდ 7 იყო. ნიკამ 9-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საჯარიმოს ხაზიდან ცქიტიშვილი უკეთ ესროდა: 4 და 3 ტყორცნა მიითვალა. 7 ქულისა და 13 მოხსნის გარდა ქართველ ფორვარდს სხვა მარგი სტატისტიკური მაჩვენებელი არ ჰქონია.
მომდევნო შეხვედრა 15 აპრილს გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში „მაჰრამი“ „ალ რიადს“ დასავლეთ ევროპის ლიგის ჩემპიონის ტიტულს ჩამოართმევს.

ცქიტიშვილი ბეირუთელ მეტოქეს უკნიდან აფარებს