ესპანეთი ევროპის ჩემპიონია

ესპანეთი ევროპის ჩემპიონია

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონია. სერჟიო სკარიოლოს გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ ჯახში საფრანგეთი 98:85 დაამარცხა და კონტინენტის საუკეთესო გუნდის წოდება მეორედ მოიპოვა.
 

 
ესპანელებმა ტურნირი ისე განვლეს, როგორც ნამდვილ ჩმპიონს შეეფერება. მართალია, სკარიოლოს გუნდი ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან დამარცხდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ესპანელებმა პლეი ოფის მატჩები ისე ჩაატარეს, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. ფინალური მატჩიც იოლი გასეირნება გამოდგა მათთვის. ფრანგებმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს პაუ გასოლის, ხუან კარლოს ნავაროს, ხოსე კალდერონის, მარკ გასოლის, რუდი ფერნანდესის, სერჟ იბაკას და მათ ექსტრაკლასის თანაგუნდელებს.
 
ფინალში 27 ქულის ჩაგდება მოახერხა შეუდარებელმა ხუან კარლოს ნავარომ, რომელმაც მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში ჯამში 88 ქულა (!) მოაგროვა და ევრობასკეტის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვა.ცხადია, იგი ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა, სადაც მის გარდა კიდევ ერთი ესპანელი პაუ გასოლი, ფრანგი ტონი პარკერი, რუსი ანდრეი კირილენკო და მაკედონიელი ბო მაკკალებიც შეიყვანეს.
 
 
 
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი კალათბურთში. ფინალი. კაუნასი (ლიტვა). 14 500 მაყურებელიესპანეთი 98:85 საფრანგეთი
25:20, 25:21, 25:21, 23:23
ესპანეთი: პ.გასოლი (27 წ. 17 ქ. 10 მ. 3 დ.), ფერნანდესი (14 ქ. 4 მ.), ნავარო (31 წ. 27 ქ. 5 პ.), კალდერონი (24 წ. 17 ქ. 4 მ. 4 ჩ.), მ.გასოლი (29 წ. 11 ქ. 6 მ.); რუბიო (7 წ.), რეიესი (1 წ. 2 ქ.), კლავერი (1 წ.), სან ემეტერიო (7 წ.), ლული (6 წ. 4 ქ.), იბაკა (21 წ. 4 ქ. 5 დ.), სადა (10 წ. 2 ქ.).მწვრთნელი: სერჯიო სკარიოლო.საფრანგეთი: ნოა (30 წ. 11 ქ. 8 მ.), ბატუმი (32 წ. 10 ქ. 4 მ.), პარკერი (39 წ. 26 ქ. 5 მ. 5 პ.), პიეტრუსი (8 წ. 4 ქ.), დიაუ (28 წ. 12 ქ. 4 მ. 7 პ.); სერაფინი (8 წ. 4 ქ.), ალბისი (1 წ. 1 ქ.), კაჰუდი (9 წ. 3 ქ.), ტრაორე (14 წ. 4 ქ. 4 მ.), დე კოლო (14 წ. 2 ქ.), ჩიკამბუ (1 წ.), ჟელაბალე (16 წ. 8 ქ.).მწვრთნელი: ვინსენ კოლე.