ესპანურ პლეი ოფში მხოლოდ ტრავმირებული გრინის “გრან კანარია” გავიდა

ესპანურ პლეი ოფში მხოლოდ ტრავმირებული გრინის “გრან კანარია” გავიდა

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური გაიმართა ესპანეთში, სადაც ფლეი ოფში ქართველი გულშემატკივარისთვის საინტერესო ერთადერთი კლუბი – “გრან კანარია” გავიდა. ლას პალმასურმა კლუბმა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ტორინ გრინი იცავს, ბოლო ტურში “გრანადა” სტუმრად 93:68 გაანადგურა და მე-5 ადგილიი შეინარჩუნა.
 
გრინი ტრავმირებულ ფეხს მკურნალობს და ისიც საკითხავია, დაეხმარება თუ არა იგი თავის გუნდს პლეი ოფში, სადაც, ლასპალმასელები მეოთხედდგილოსან ”კახა ლაბორალს” გაეჯიბრებიან.
 

ქუინტონ ჰოსლი
 
სეზონის ბოლო მატჩში 7 ქულასა და 3 მოხსნას დასჯერდა ქუინტონ ჰოსლი, რომლის ”ხუვენტუტიც” სტუმრად ”ფუენლაბრადასთან” 81:108 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა თამაშიდან რვაჯერ შეუტია და მხოლოდ 2 ტყორცნა გამოიყენა, 2 საჯარიმოდან კი არცერთი აუცილებია. ბადალონელებმა 14 მოგებით მე-13 პოზიცია დაიკავეს.
სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა საქართველოს ნაკრებში ნათამაშები კიდევ ერთი ამერიკელი კალათბურთელის ტაირონ ელისის ”ესტუდიანტესმა”. 34-ე ტურში მადრიდელებმა ”ბისკაია ბილბაოსთან” 68:78 წააგეს, ელისმა კი მხოლოდ 4:35 წუთს ითამაშა და ორი სამქულიანი ააცილა.
 
”კახასოლის” განაცხადში ვერ მოხვდა ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე. სევილიელებმა ”ვალიადოლიდი” 98:75 დაამარცხეს და მე-11 ადგილს დასჯერდნენ.