ესპანური ტური ელისის ყოჩაღობით დასრულდა

ესპანური ტური ელისის ყოჩაღობით დასრულდა

ესპანეთის ჩემპიონატის 25–ე ტურის დარჩენილ მატჩებში კიდევ სამმა საქართველოს ნაკრების წევრმა ითამაშა. ტორინ გრინის ”გრან კანარია” “მანრესას” ესტუმრა და 77:70 დაამარცხა. გრინმა 23:51 წუთს ითამაშა და მეტოქეს 6 ქულა, 5 პასი და 1 მოხსნა შეაწია. გრინმა 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორქულიანი კი აააცილა.
“გრან კანარიამ” 13 მოგება და 12 მარცხი მოაგროვა და “კახასოლთან” და ტაირონ ელისის “ესტუდიანტესთან” ერთად, მეცხრე-მეთერთმეტე ადგილებს იყოფს. ამ ტურში “ესტუდიანტესმა” “გრანადას” 83:73 სძლია. ელისმა 24:47 წუთში 11 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი), 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ლაგუნ არო” “ვალიადოლიდთან” გასვლით
 
ტაირონ ელისი
მატჩში 73:90 დამარცხდა, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კი მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და ვერაფრის მითვლა ვერ მოასწრო.