ესტონეთი – გერმანიის საკვალიფიკაციო მატჩის ტექნიკური დელეგატი ქართველი იქნება

ესტონეთი – გერმანიის საკვალიფიკაციო მატჩის ტექნიკური დელეგატი ქართველი იქნება

დღეიდან ევროპის მასშტაბით მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიაში უკრაინასთან თამაშობს, თუმცა არის სხვა მატჩიც, რომელშიც ქართველი მონაწილეობს. ბალტიისპირეთში, ტალინში გასამართ ესტონეთისა და გერმანიის ნაკრებთა შეხვედრას მერაბ რატიშვილი მოემსახურება. ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი აღნიშნულ შეხვედრაზე ტექნიკურ დელეგატად არის დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას “რიგა არენაზე” 1 ივლისს დაუპირისპირდება. შეხვედრას თურქი, ჩეხი და ხორვატი მსაჯები მოემსახურებიან, ხოლო ფიბა-ს დელეგატი ბულგარელი სანდრა ველჩევა იქნება.