ესტონეთის ნაკრების მწვრთნელმა ქართველების უპირატესობა აღიარა

ესტონეთის ნაკრების მწვრთნელმა ქართველების უპირატესობა აღიარა

ესტონეთის ნაკრების მწვრთნელმა ქართველების სიძლიერე აღიარა. იგორ კოკოშკოვის გუნდთან 14 ქულით დამარცხების შემდეგ ტიიტ სოკმა შემდეგი კომენტარები გააკეთა:
 

 
“ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქართველი კალათბურთელები შეხვედრას უკეთეს ფიზიკურ მზადყოფნაში შეხვდნენ. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად მოქმედებდნენ, ჩვენ კი გარკვეული გამონათებები გვქონდა, რასაც ჩავარდნებს უნაცვლებდით. ცხადია, სიტუაცია გამოსწორებას საჭიროებს“
 
უკმაყოფილო იყო მასპინძელთა ლიდერი იანარ ტალტსიც, რომელმაც თავისიანთაგან 19 ქულა მიითვალა, მაგრამ ამით ვერაფერი ვერ შეცვალა:
 
“უდავოა, საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს და თანაც, მათ შემადგენლობა საკმაოდ გადახალისეს. მიუხედავად ამისა, მეტის გაკეთება გვმართებდა. იმედია, მომავალ თამაშებში უკეთ გავისარჯებით”.