ევგენი პაშუტინმა რუსეთის ნაკრები ოფიციალურადაც უარჰყო

ევგენი პაშუტინმა რუსეთის ნაკრები ოფიციალურადაც უარჰყო

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრების ასისტენტმა მწვრთნელმა ევგენი პაშუტინმა დაადასტურა, რომ ის კონტინენტის პირველობაზე სლავების მთავარი მწვრთნელის, დევიდ ბლატის თანაშემწე არ იქნება.
 
„ეროვნულ ნაკრებში მუშაობას მე აღარ ვაგრძელებ, რადგანაც ამჟამად კლუბში ვარ დაკავებული და „უნიკსთან“ კონტრაქტი მაკავშირებს. გუნდის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობს მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის შერჩევას, რაზე მუშაობაც უკვე დაწყებულია და ამიტომაც სასურველია, რომ მათთან ვიყო. დევიდ ბლატს დმიტრი შაკულინი ეხმარება. მათ ყველაფერი კარგად აქვთ. თავისთავად, თვალყურს ვადევნებ მათ მუშაობას და ვქომაგობ. გუშინ ვუყურე „მაკაბის“ შეხვედრას ევროპიგაში. მე და ბლატს ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს და მომავალშიც ასე იქნება. ცხოვრება ცხოვრებაა, კლუბის საქმეები კი კლუბის საქმეებია. ბლატი გაგებით ეკიდება ჩემს გადაწყვეტილებას და ამის გამო ჩვენს შორის პრობლემა არ შექმნილა“ – აცხადებს ევგენი პაშუტინი.