ევრობასკეტ 2015-ს უკრაინა უმასპინძლებს

ევრობასკეტ 2015-ს უკრაინა უმასპინძლებს

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატს უკრაინა უმასპინძლებს ეს გადაწყვეტილება ფიბა–ევროპამ მიიღო. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ოლაფურ რაფნსონმა განაცხადა, რომელმაც უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ალეკსანდრ ვოლკოვსა და მის დელეგაციას გერმანიის ქალაქ მიუნხენში მდებარე ფიბა-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა და წარმატება პირადად მიულოცა.

რამდენიმე დღის წინ ევრობასკეტ 2015–ის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი ფიბა–ევროპიდან გამოიტანეს ხორვატიამ, საფრანგეთმა, გერმანიამა და იტალიამ, რის შემდეგაც უკრაინა ერთადერთ პრეტენდენტად იქცა. ევროპის ჩემპიონატის პირველი რაუნდის მატჩებს ხარკოვი, დონეცკი, დნეპროპეტროვსკი და კიევი უმასპინძლებს, მეორე რაუნდის შეხვედრებს კი, კიევში, ოდესასა და ლვოვში გაიმართება.