ევრობასკეტის ბრინჯაო რუსეთს ერგო

ევრობასკეტის ბრინჯაო რუსეთს ერგო

ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილი რუსებს ერგოთ. დევიდ ბლატის გაწვრთნილმა გუნდმა ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში მაკედონია დაამარცხა. შეხვედრა ისეთივე დაძაბული იყო, როგორც ამ გუნდების მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩი, რომელიც რუსებმა ბოლო წამზე, სერგეი მონიას სამქულიანის წყალობით მოიგეს. ამჯერად რუსებს არ დასჭირვებიათ სამქულიანი, მათ 72:68 გაიმარჯვეს, თუმცა შეიძლება ითქვას, მათ გაუმართლათ.
 

 
შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე, როცა მაკედონია 2 ქულით ჩამორჩებოდა რუსებს, მათმა უკანახაზელმა სტოიანოვსკიმ თანაგუნდელ ბო მაკალებისგან პასი მიიღო და ფართან მარტოდმარტო დარჩენილს ანგარიშის გასათანაბრებლად აღარაფერი დარჩენოდა, თუმცა მაკედონიელს ბურთი ხელიდან გაუცურდა და რუსების კალათი ვერ დალაშქრა. არავინ იცის, რა მოხდებოდა დარჩენილ დროში, სტოიანოვსკის ის ბურთი რომ ჩაეგდო, თუმცა ფაქტია, რომ ააცილა და ამით მთელი თავისი გუნდი დააღალატა. არადა, მაკედონიამ 11–ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და ბოლო მეოთხედში ლიდერობდა კიდეც. ევრობასკეტის გუნდი–აღმოჩენა ახლოს იყო ბრინჯაოს მედლებთან, თუმცა…
 
ევროპის ჩემპიონატი. მესამე ადგილისთვის მატჩი. ლიტვა. 18 სექტემბერი
რუსეთი 72:68 მაკედონია
17:13 19:17 16:20 20:18