ევრობასკეტის კენჭისყრა: ნაკრების წევრების კომენტარები

ევრობასკეტის კენჭისყრა: ნაკრების წევრების კომენტარები

საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ კენჭისყრის სედეგებზე თავად ნაკრების წევრები. ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შემდეგ ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრმა კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა…
 
ანატოლი ბოისა
 
„ძალიან ძლიერი ჯგუფია, მაგრამ იმითაც არის საინტერესო, რომ ესპანეთის გარდა თითქმის ყველა ნაკლები თანაბარი ძალისაა. ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაშები ელის ჩვენს ნაკრებს, რომლის თითოეული წევრისთვის დიდი მოტოვაციაა ასეთი დონის მეტოქეებთან თამაში. დარწმუნებული ვარ, ყველა თავისებურად დაიწყებს მომავალი თამაშებისთვის მომზადებას.“
 
 
 
 
 
 
მანუჩარ მარკოიშვილი
 
„ბოლო წლებში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, ესპანეთი აშკარა ფავორიტია. სლოვენია სახლში თამაშობს და რა თქმა უნდა, მასპინძლებთან ძალიან გაგვიჭირდება. ხორვატია ბოლო წლებში არ გამოირჩეოდა, თუმცა მომავალ ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა დონის ნაკრებს უნდა ველოდოთ. პოლონეთს კარგად ვიცნობთ და ჩეხეთის ნაკრებთან ერთად უშუალო კონკურენტად მიმაჩნია. ესპანეთი, სლოვენია და მესამე ადგილისთვის მართლაც დიდი ომი მოგვიწევს. ჯგუფი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლა ნამდვილად შეგვიძლია და ამისათვის ნაკრების ყოველმა წევრმა ყველაფერი უნდა გაიღოს“.
 
 
 
ნიკა მეტრეველი
 
„რა თქმა უნდა, ძლიერი მეტოქეები შეგვხვდნენ და შესაბამისად, ძალიან რთული ბრძოლები გველის. მიმაჩნია, რომ ყველასთან გვაქვს შანსი, მთავარია, კონკრეტულ თამაშს როგორ მივუდგებით. მთავარია, ბოლომდე ვიბრძოლოთ და ჯგუფიდან გასვლის შანსი ნამდვილად რეალურია“.
 
 
 
 
 
 
 
ბესო ლეჟავა
 
„ჩემი აზრით, ძალიან ძლიერი ჯგუფია, რომლიდანაც გასვლა რთული იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ გავალთ, პირიქით, უფრო მეტი მოტივაცია გვექნება და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ესპანეთი, სლოვენია და ხორვატია გამოკვეთილი ლიდერები არიან, თუმცა უნდა მოვახერხოთ, რომ რომელიმე მათგანის მაგივრად ჯგუფიდან გავიდეთ. თავისთავად ასე ფიქრობენ პოლონეთი და ჩეხეთიც, ამიტომაც ყველა მეტოქეს მაქსიმალური მობილიზებით უნდა ვეთამაშოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.
 
 
 
 
 
 
ლევან ფაცაცია
 
„ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ჩვენს ნაკრებს აქვს იმის პოტენციალი, რომ მოქმედ ჩემპიონთან და მასპინძელთან ერთად ჯგუფიდან გააღწიოს. ამისთვის ყველა მოთამაშის ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა და ცოტა იღბალი დაგვჭირდება“.
 
 
 
  
რიჩარდ მათიაშვილი
„ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯგუფია. მოქმედი ევროპის ჩემპიონი და ტურნირის მასპინძელი ჯგუფის ფავორიტები არიან. მთავარია, ყველა მოთამაშე ჯანმრთელად ვიყოთ და შეუძლებელია არაფერია. ჩემი აზრით ის მესამე გუნდი, რომელიც ესპანეთისა და სლოვენიის კვალად ჯგუფიდან გავა, საქართველო იქნება“.