საქართველო 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის,ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, გაიმართება „თბილისი არენაზე“.
საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის, FIBA-ს ტრადიციული პროექტის, „ტროფი ტურის“ ფარგლებში, საქართველოს 11-12 აგვისტოს, ევრობასკეტის თასი ეწვია, რომელიც ნიკოლაი სემაშენკოს სახელს ატარებს.
ექსკლუზიურად ევრობასკეტის საჩემპიონო თასი საქართველოს პირველი არხს ევრობასკეტის თილისმასთან – “დიჯეი ბაუნსთან” ერთად ეწვია. ევრობასკეტ-2022-ის შესახებ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადებასთან დაკავშირებით გადაცემა “ტაიამუტში” კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ ისაუბრა.