ბარსელონაში დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად ქართული კლუბების ევრომეტოქეები გაირკვნენ. ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ევროჩელენჯის ტურნირისკენ იყო მიმართული, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ და „სოხუმი“ მონაწილეობენ.
„არმია“ თავიდანვე ჯგუფურ ეტაპზე დაუშვეს, ხოლო „სოხუმს“ ჯგუფში მოსახვედრად ერთი საკვალიფიკაციო ბარიერის დაძლევა დასჭირდება. სოხუმელთა მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსული „მინსკ–2006“ იქნება. პირველი მატჩი 4 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას მინსკი 11 ოქტომბერს უმასპინძლებს.
„მინსკი–2006“ ბელარუსში უპირობო ფავორიტია. ამ გუნდმა ბელარუსის ჩემპიონატის რეგულარულში ყველა, 40–ივე მატჩი მოიგო. მინსკელებს არც მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ სერიებში წაუგიათ შეხვედრა, ხოლო ფინალი 3:0 მოუგეს „გროდნო–93“–ს.
„არმიას“ ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ ძლიერი მეტოქეები შეხვდნენ. ესენი არიან: გერმანული „გოტინგენი“, ჰოლანდიური „ლიედენი“ და ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე წყვილში დამარცხებული გუნდი: ბელგიური „დექსია–მონსი“, ან თურქული „ბეშიქთაში“.
“არმია”
„გოტინგენმა“ 2010 წელს ევროჩელენჯის თასი მოიგო და გასულ სეზონში ევროთასში მონაწილეობდა. ჰოლო „ლიენდენი“ ჰოლანდიის ჩემპიონია. „არმია“ ჯგუფურ ეტაპს 8 ოქტომბერს, “გოტინგენთან” საშინაო მატჩით დაიწყებს.
ევროთასის საკვალიფიკაციო რაუნდი1. ვენტსპილსი (ლატვია) – აზოვმაში (უკრაინა)2. არტლანდ დრაგონსი (გერმანია) – გრან კანარია (ესპანეთი)3. ბეშიქთაში (თურქეთი) – დექსია მონსი (ბელგია)4. შალონი (საფრანგეთი) – ცედევიტა (ხორვატია)5. ქარშიაქა (თურქეთი) – ლე მანი (საფრანგეთი)6. ნორჩიოპინგი (შვედეთი) – ოსტენდე (ბელგია)7. ეტა (კვიპროსი) – სპარტაკ სანკტ პეტერბურგი (რუსეთი)8. ლუკოილ აკადემიკი (ბულგარეთი) – პროსტეიოვი (ჩეხეთი)მატჩები შედგება 27 სექტემბერსა და 4 ოქტომბერს
ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო რაუნდიენისეი (რუსეთი) – სპარტაკ პრიმორიე (რუსეთი)კრასნიე კრილია (რუსეთი) – ტრიუმფი (რუსეთი)მინსკ-2006 (ბელორუსი) – სოხუმი (საქართველო)არკადია (ავსტრია) – ატომერომუ (უნგრეთი)შოლნოკი (უნგრეთი) – ტამპერე (ფინეთი)მატჩები შედგება 4 და 11 ოქტომბერს
ევროჩელენჯის პირველი ჯგუფური რაუნდიA ჯგუფი: ნიტრა (სლოვაკეთი), ფუენლაბრადა (ესპანეთი), ევროთასის კვალიფიკაციის მე-6 წყვილში დამარცხებული, ევე ბასკეტსი (გერმანია).B ჯგუფი: არმია (საქართველო), ლეიდენი (ჰოლანდია), ევროთასის კვალიფიკაციის მე-3 წყვილში დამარცხებული, გოტინგენი (გერმანია).C ჯგუფი: პარდუბიცე (ჩეხეთი), გოვერლა (უკრაინა), ევროთასის კვალიფიკაციის მე-8 წყვილში დამარცხებული, რუანი (საფრანგეთი).D ჯგუფი: არკადია-ატომერომუს წყვილში გამარჯვებული, ხიმიკი (უკრაინა), ევროთასის კვალიფიკაციის პირველ წყვილში დამარცხებული, ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი).E ჯგუფი: ენისეი-სპარტაკ პრიმორიეს წყვილში გამარჯვებული, კლუჟი (რუმინეთი), ევროთასის კვალიფიკაციის მე-4 წყვილში დამარცხებული, ანტვერპენი (ბელგია).F ჯგუფი: კრასნიე კრილია-ტრიუმფის წყვილში გამარჯვებული, ოლინ ბასკეტი (თურქეთი), ევროთასის კვალიფიკაციის მე-7 წყვილში დამარცხებული, აალსტარი (ბელგია).G ჯგუფი: მინსკ-2006-სოხუმის წყვილში გამარჯვებული, ტურკ ტელეკომი (თურქეთი), ევროთასის კვალიფიკაციის მე-5 წყვილში დამარცხებული, ტელეკომი (გერმანია).H ჯგუფი: შოლნოკი-ტამპერეს წყვილში გამარჯვებული, კერავნოსი (კვიპროსი), ევროთასის კვალიფიკაციის მე-2 წყვილში დამარცხებული, პო ორტეზი (საფრანგეთი)