ევროლიგა: შერმადინმა და მარკოიშვილმა “კანტუს” “მაკაბი” დაამარცხებინა

ევროლიგა: შერმადინმა და მარკოიშვილმა “კანტუს” “მაკაბი” დაამარცხებინა

გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის დახმარებით იტალიურმა “კანტუმ” ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე თელ ავივის “მაკაბი” 82:74 დაამარცხა. კანტუელები, რომლებიც ევროლიგის დებიუტანტები არიან, ჯგუფში მეორე ადგილზე აღზევდნენ და მეოთხედფინალში გასვლისთვის ხელსაყრელ სიტუაციაში არიან.
 

 
„მაკაბისთან“ მატჩში ქართველი კალათბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდნენ. შერმადინმა 25 წუთი ითამაშა და 13 ქულასთან ერთად 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 შეადგინა და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ თანაგუნდელ ვლადიმირ მიკოვს ჩამორჩა.
 
მარკოიშვილი მოედანზე 28 წუთით იმყოფებოდა, მის ანგარიშზე 11 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა. მანუჩარის კოეფიციენტმა 16 შეადგინა, რაც შერმადინის შემდეგ კანტუელთაგან მესამე შედეგია.  ქართველების გუნდს 3 მატჩიდან 2 გამარჯვება აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩში, რომელიც 9 თებერვალს გაიმართება, “კანტუ” კვლავ „მაკაბის“, ოღონდ თელ ავივში შეხვდება.
 
 H ჯგუფი

ბარსელონა

3

0

230

197

33
კანტუ

2

1

221

217

4
მაკაბი

1

2

215

229

-14
ჟალგირისი

0

3

234

257

-23