ევროლიგა თორნიკე შენგელიაზე ფილმს იღებს

ევროლიგა თორნიკე შენგელიაზე ფილმს იღებს
ევროლიგამ ახალი დოკუმენტური ფილმის გამოსვლა დააანონსა, რომლის მთავარი გმირებიც მოსკოვის ცსკა-ში ყოფილი თანაგუნდელები თორნიკე შენგელია და მაიკ ჯეიმსი არიან. ფილმს, რომელიც 11 ოქტომბერს გამოვა, “გადაკვეთილი გზები” ჰქვია და როგორც აღვნიშნეთ, ევროლიგის ორ ვარსკვლავზეა გადაღებული. შეგახსენებთ, რომ შენგელია კვლავაც ცსკა-ს ღირსებას იცავს, ჯეიმსმა კი გუნდი კონფლიქტის შემდეგ დატოვა და ახლა, ფრანგულ მონაკოშია, რომლის ერთ-ერთი მწვრთნელიც მანუჩარ მარკოიშვილია.