ევროლიგის 26-ე ტური ქართველების გარეშე

ევროლიგის 26-ე ტური ქართველების გარეშე

ევროლიგის 26-ე ტურმა ქართველების გარეშე ჩაიარა. გიორგი შერმადინი ფეხის ტრავმის შესახებ უკვე კვირაზე მეტია. ვერ თამაშობს, ხოლო თორნიკე შენგელიას ფეხი ახლახან გაუმიზეზდა, რის გამოც მან ესპანეთის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ ევროლიგის შეხვედრაც გამოტოვა.

შენგელიას მარცხენა ფეხის ორთავა კუნთი აქვს დაზიანებული და გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს. მის გარეშე “ბასკონიამ” “ჟალგირისს” 84:64 სძლია და ისარგებლა რა “მაკაბის” “ხიმკისთან” მარცხით, პლეი ოფში გამსვლელ მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. დარჩენილ 4 ტურში ბასკონიელებს კარგი შანსი აქვთ, თავი საუკეთესო 8 გუნდში შეინარჩუნონ და პლეი ოფში გავიდნენ.

რაც შეეხება შერმადინის “უნიკახას”, მალაგელებმა საშინაო მატჩი “პანათინაიკოსთან” 79:90 დათმეს და პლეი ოდში გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგეს.