ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის (B დივიზიონი) B ჯგუფის მეორე ტურში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდა და 70:83 დამარცხდა.
მატჩის საწყისი მეოთხედი საკმაოდ თანაბარ და ორმხრივ იერიშებში წარიმართა — ფრე 20:20. მეორე პერიოდში შვეიცარიელებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს (21:15) და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ლიდერობით (41:35) გავიდნენ. მესამე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს, პერიოდი 22:15 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც (57:56). თუმცა, გადამწყვეტ ათწუთეულში მეტოქემ სრული უპირატესობა ხელთ იგდო, ბოლო მეოთხედი 27:13 მოიგო და საბოლოოდ 13-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა.
-
საქართველო: ჩვენი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო ამირან აროშიძე 18 ქულით. ნიკოლოზ აბულაძემ და გიორგი ჭირაქაძემ 14-14 ქულა დააგროვეს (ჭირაქაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა — 14 ქულა, 10 მოხსნა).
-
შვეიცარია: შვეიცარიელთა შორის 17 ქულით ოლივერ სასელა გამოირჩეოდა, ჯულიან გლენევინკელმა 15 ქულა მიითვალა, ხოლო ლიბან აადანის ანგარიშზე 13 ქულა იყო.
B ჯგუფის მეორე შეხვედრაში უკრაინის ნაკრებმა ესტონეთი დაძაბულ ბრძოლაში 87:81 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო, მესამე ტურის მატჩს ხვალ, 12 ივლისს, ლუქსემბურგის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.