ევროპის 20 წლამდელთა ჩემპიონატთან დაკავშირებული პრესკონფერენცია

ევროპის 20 წლამდელთა ჩემპიონატთან დაკავშირებული პრესკონფერენცია
როგორც მოგეხსენებათ 15-24 ივლისს თბილისი  ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 19 ქვეყნის ნაკრები მიიღებს.
 
15 ივლისს, “თბილისი არენაში” (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გაიმართება ჩემპიონატთან დაკავშირებული პრესკონფერენცია. ჟურნალისტებს ვთხოვთ, მობრძანდნენ “თბილისი არენაში” 17:00 საათზე.