ევროპის ჩემპიონატის პრეზენტაციას არვიდას საბონისი “თბილისი მერიოტში” გამართავს

ევროპის ჩემპიონატის პრეზენტაციას არვიდას საბონისი “თბილისი მერიოტში” გამართავს

ხვალ, 25 მაისს, 11 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება ევრობასკეტ 2011–ის ელჩის, არვიდას საბონისის პრეზენტაცია. ყოფილი ლიტველი კალათბურთელი ქართული მას–მედიის წინაშე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლიტვაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წარადგენს. არვიდას საბონისთან ერთად ღონისძიებას დაესწრება ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები, რომლებთანაც გასაუბრება ჟურნალისთებსაც შეეძლებათ.