ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრები კათალიკოს–პატრიარქმა დალოცა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ასაკობრივ ნაკრებთაგან პირველი მიემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე, დღეს საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა დალოცა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დავით უსტიაშვილის გუნდი საკუთარ რეზიდენციაში ისტუმრა და მცირე გასაუბრების შემდეგ ნაკრების ყველა წევრი სათითაოდ დალოცა და დაასაჩუქრა.
პატრიარქი იმ ქვეყნებით დაინტერესდა, რომელთა ნაკრებებიც ჩვენებს მაკედონიაში მეტოქეობას გაუწევენ. ამის შემდეგ ილია მეორემ ახალგაზრდებს დავითისა და გოლიათის ორთაბრძოლის ბიბლიური ამბავი უამბო და მომავალ მატჩებში წარმატება უსურვა.