ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ 20–წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ 20–წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები დღეს ღამე ევროpის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზe მიემგზავრება. კონტინენტის პირველობას სლოვენიის სამი ქალაქი: ლიუბლიანა, დომჟალე და კრასნა გორა უმასპინძლებს 12–დან 22 ივლისის ჩათვლით. იმ ჯგუფის თამაშები, რომელშიც ქართველები არიან, დომჟალეში გაიმართება. საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები ჯგუფში ესპანეთის, თურქეთისა და ლატვიის გუნდებთან მოხვდა.
ჯგუფიდან 3 საუკეთესო გადის, რომელებიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებენ ბრძოლას. ბოლოზე გასული გუნდი კი პლეი აუტში ტურნირის 12–16 ადგილებისთვის იბრძოლებს. ისევე როგორც ეროვნულ ნაკრებებში, წლეულს 20–წლამდელებშიც უქმდება A  და B დივიზიონები და შესაბამისად, ელიტიდან გავარდნა არც ერთ ნაკრებს არ ემუქრება.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მომზადების ფარგლებში 4 საკონტროლო მატჩი გამართა – თბილისში ორჯერ ისრაელს დაუპირისპირდა, ორჯერაც ესტონეთში მასპინძელ თანატოლებს შეხვდა.

20–წლამდელთა ნაკრების 4 წევრი – დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ოთო ფხაკაძე და რევაზ როგავა ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი და 22 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ავსტრიაში იგორ კოკოშკოვის გუნდს შეუერთდებიან.

დავით უსტიაშვილი, 20–წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
“ერთი თვეა, ვემზადებით და ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რომ შეთამაშებულიყვნენ. ძლიერ ქვეჯგუფში ვართ, ლატვია, ესპანეთი და თურქეთი უხერხული მეტოქეები არიან, თუმცა ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რაც შეეძლება. გუნდში არაერთი 18 წლის მოთამაშე გვყავს, რომლებიც ამ ევროპის ჩემპიონატზე კარგ გამოცდილებას მიიღებენ და სამომავლოდ გამოგვადგებიან. დღევანდელ ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა ბექა ბურჯანაძემ, მაგრამ როგორც ექიმმა თქვა, სერიოზული არაფერია და ის ევროპის ჩემპიონატზე სრული დატვირთვით ითამაშებს“.
გიორგი ტეტელაშვილი, უკანახაზელი:
“საკმაოდ კარგი შეკრება გავიარეთ. შესათამაშებლად საკმარისი დრო და თამაშები გვქონდა. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. უნდა მოვინდომოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოვიდეთ. საკმაოდ ძლიერი მეტყოქეები გვყავს და მოდუნებას არავინ გვაპატიებს”.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრების განრიგი:
12 ივლისი (მითითებულია თბილისის დრო)
ლატვია – საქართველო           18:45
13 ივლისი
საქართველო – თურქეთი       16:00
14 ივლისი
საქართველო – ესპანეთი        18:45
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ამ შემადგენლობით მიემგზავრება:
 

სახელი, გვარი

ამპლუა

სიმაღლე

გუნდი
გიორგი ტეტელაშვილი

გამთამაშებელი

188

სტუ
ოთო ფხაკაძე

გამთამაშებელი

192

ვერმონტი, NCAA
რეზო როგავა

გამთამაშებელი

190

არმია
დუდა სანაძე

მსროლელი

195

დინამო
მერაბ ბოქოლიშვილი

მსუბუქი ფორვარდი

195

შსს
ლევან ელიაძე

მსუბუქი ფორვარდი

197

ბათუმი
ნოდარ თენიეშვილი

მძიმე ფორვარდი

198

შსს
ბექა ბურჯანაძე

მძიმე ფორვარდი

203

კახასოლი, ესპანეთი
ზურა მაჩალაძე

მძიმე ფორვარდი

198

სტუ
ირაკლი ალხანაიძე

ცენტრი

202

დინამო
გოგა ჯავახიშვილი

ცენტრი

200

სტუ
ავთო ლომინაშვილი

ცენტრი

203

ქუთაისი
დავით უსტიაშვილი

მთავარი მწვრთნელი

 

 
არჩილ ჟღენტი

ასისტენტი

 

 
ზურაბ
 იოსელიანი

ექიმი

 

 
გივი სანაძე

გუნდის მენეჯერი