ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

ვილნიუსში გამართულ ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრაზე საქართველოს ნაკრებს შემდეგი მეტოქეები შეხვდნენ. D ჯგუფში, რომლის მატჩებიც ლიტვის ქალაქ კლაიპედაში ჩატარდება, საქართველოს ნაკრებთან მოხვდნენ: სლოვენია, რუსეთი, ბელგია, ბულგარეთი და უკრაინა.
 
მაშ ასე, საქართველოს ნაკრებს სწორედ ამ გუნდებთან მოუწევს ევროპის ჩემპიონატზე ბრძოლა, რათა 6–გუნდიანი ჯგუფიდან საუკეთესო სამეულში მოხვდეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლა მეორე ჯგუფური ეტაპიდან გააგრძელოს.
 
შეგახსენებთ, რომ საწყისი ეტაპიდან თითოეული ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გააღწევს, რომლებიც მე-2 რაუნდში 2 ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნიან, იქიდან 4-4 მოწინავე კი ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუწყვილდება. ხოლო ის გუნდები, რომლებიც პირველი ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავლენ, ერთმანეთში XII-XXIV ადგილებს გაითამაშებენ.
 

 
 
 
გაგაცნობთ კენჭისყრის სრულ შედეგებს:
 
A ჯგუფი (პანევეჟისი)
პოლონეთი
დიდი ბრიტანეთი
კვალიფიკაციის მეორე გუნდი
ლიტვა
ესპანეთი
 
B ჯგუფი (შაულიაი)
იტალია
ისრაელი
საფრანგეთი
ლატვია
გერმანია
სერბეთი
 
C ჯგუფი (ალიტა)
ბოსნია
მაკედონია
ხორვატია
კვალიფიკაციის პირველი გუნდი
ჩერნოგორია
საბერძნეთი
 
D ჯგუფი (კლაიპედა)
ბულგარეთი
საქართველო
რუსეთი
უკრაინა
ბელგია
სლოვენია
 
კალენდარი:
2011 წელი
31 აგვისტო
ბელგია – საქართველო    
 
1 სექტემბერი
საქართველო – რუსეთი
 
3 სექტემბერი
სლოვენია – საქართველო
 
4 სექტემბერი
საქართველო – უკრაინა
 
5 სექტემბერი
საქართველო – ბულგარეთი