ევროპული პრესა: შერმადინი და “მაკაბი” 2 წელზე შეთანხმდნენ

ევროპული პრესა: შერმადინი და “მაკაბი” 2 წელზე შეთანხმდნენ

გიორგი შერმადინი მომავალი სეზონიდან ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდ ისრასელის „მაკაბიში“ ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა და თელავივურმა კლუბმა შეთანხმებას მიაღწიეს და კონტრაქტი ძალაში მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე შევა.
შერმადინის კონტრაქტი ორწლიანი იქნება. ამ ინფორმაციას რამდენიმე იტალიური და ლიტვური საიტები ავრცელებენ. სულ პირველად კი შერმადინისა და „მაკაბის“ შეთანხმების შესახებ ინფორმაცია იტალიურმა რადიოსადგურმა „რადიო 24“ გაავრცელა.

შერმადინმა მაკაბის წინააღმდეგ “ოლიმპიაში” ყოფნის დროსაც ითამაშა
შერმადინმა გასული სეზონი იტალიურ „კანტუში“ გაატარა და წარმატებული თამაშის გამო სერია „ა“-ს ოლ სტარშიც მიიღო მონაწილეობა. ქართველი ცენტრი ევროლიგაშიც გამორჩეული იყო. მისი საშუალო მონაგარი 10.9 ქულა და 5.5 მოხსნა გახლდათ, იტალიის სერია A-ში კი – 9.0 ქულა და 5.2 მოხსნა.
 აღსანიშნავია, რომ ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე ”ბენეტ კანტუ” ”მაკაბის” ორჯერ დაუპირისპირდა და ქართველი ცენტრი ორივე შემთხვევაში გამორჩეული გახლდათ: საშინაო მატჩში 13 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, ხოლო საგარეოში – 15 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა.