ევროთასზე “ქართველი” ამერიკელების მეტოქეები გაირკვნენ

ევროთასზე “ქართველი” ამერიკელების მეტოქეები გაირკვნენ

ბარსელონაში ევროთასის კენჭისყრა გაიმართა. ეს გახლავთ რანგით მეორე ტურნირი ევროლიგის შემდეგ, რომელშიც ესპანური “გრან კანარია” მონაწილეობს. ამ გუნდში 2 ქართულპასპორტიანი ამერიკელი თამაშობს – ტორინ გრინი და მარკიზ ჰაინსი. შესაბამისად, ჩვენი ინტერესიც ამ გუნდისკენაა მიმართული. ბარსელონაში გამართულმა კენჭისყრამ საკალათბურთო ევროთასის ჯგუფური რაუნდში გასული გუნდები ოთხეულებად დაჰყო. 32 კლუბი რვა ჯგუფში გადანაწილდა, რომლებიც მატჩებს 15 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარებენ, შემდეგ ეტაპზე კი ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები გავლენ.
A ჯგუფი: ციბონა (ხორვატია), დონეცკი (უკრაინა), ჰაპოელი (ისრაელი), გრავლენი (საფრანგეთი).B ჯგუფი: ხიმკი (რუსეთი), პაოკ (საბერძნეთი), შოლე (საფრანგეთი), ვეფ-რიგა (ლატვია).C ჯგუფი: არისი (საბერძნეთი), ნიმბურკი (ჩეხეთი), რუდუპისი (ლიტვა), კასტერა (ჰოლანდია).D ჯგუფი: ვალენსია (ესპანეთი), ოოსტენდე (ბელგია), ვილერბანი (საფრანგეთი), ლუკოილ-აკადემიკი (ბულგარეთი).E ჯგუფი: ლოკომოტივ-ყუბანი (რუსეთი), გრან კანარია (ესპანეთი), ბანვითი (თურქეთი), სკაილაინერსი (გერმანია).F ჯგუფი: ლიეტუვას რიტასი (ლიტვა), ლე მანი (საფრანგეთი), აზოვმაში (უკრაინა), კრკა (სლოვენია).G ჯგუფი: სპარტაკი (რუსეთი), ბენეტონი (იტალია), ცედევიტა (ხორვატია), ბავარია (გერმანია).H ჯგუფი: ალბა (გერმანია), ტუროვი (პოლონეთი), ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია), დექსია (ბელგია).