ევროწელიწადს რატიშვილი დახურავს და კუპატაძე გახსნის

ევროწელიწადს რატიშვილი დახურავს და კუპატაძე გახსნის

ქართველი მსაჯები და კომისრები ევროტურნირებში წარმატებით ჩაებნენ და ახალ–ახალი დანიშვნებიც არ აგვიანებს. ამ დღეებში ფიბა–ევროპამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში იმ შეხვედრების  მორიგი სია გამოაგზავნა, რომლებსაც ქართველი ოფიციალური პირები მოემსახურებიან.
 

მერაბ რატიშვილი
 
უახლოესი მატჩი ფიბა–ს არბიტრ მაკა კუპატაძეს ელის, რომელიც 15 დეკემბერს ქალთა ევროპის თასის 1/16–ფინალის პირველ შეხვედრას განსჯის გერმანულ „ზაარლუისსა“ და ფრანგულ „არესს“ შორის.
 
ამ წლის ბოლო დანიშვნა ფიბა–ს კომისარს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან მერაბ რატიშვილს ელის, რომელიც 21 დეკემბერს კაცთა ევროჩელენჯის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მოთამაშე „თურკ–ტელეკომისა“ (თურქეთი) და  „ბარაქ ნეთანიას“ (ისრაელი) მატჩს უთავკაცებს.
 
2011 წლის ევრო–სეზონს კი მაკა კუპატაძე გახსნის, რომელიც 12 იანვარს ქალთა ევროლიგის კალენდარულ მატჩს მოემსახურება, რომელშიც ერთმანეთს ჩეხური „უსტ–პრაჟა“ და ლიტვური „აისტეს–კაუნასი“ შეხვდებიან.
                                                                                             
 
მაკა კუპატაძე